Робота для біженців з України
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: Sairme Bakery
გამოქვეყნდა: 24 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 24 ნოემბერი
"კურორტი საირმეს" საცხობების ქსელი "Sairme Bakery" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, (გაფორმების ეკონომიკური ზონა)
სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00 სამუშაო საათები. ცვლებში 5/2-ზე გრაფიკით.
ანაზღაურება: ფიქსირებული 1300 Net.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრების მიღება, განთავსება;
** სერვისის სტანდარტების დაცვით ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა;
** მენიუს შეთავაზება, აუცილებლობის შემთხვევაში, დახმარება კერძებისა და სასმელების არჩევაში;
** ყავის, ჩაისა და სხვა უალკოჰოლო სასმელების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გუნდური მუშაობის უნარი, გამოცდილება და მოტივაცია;
** სტუმარ-მასპინძლობის სტანდარტების ცოდნა და გამოცდილება;
** ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სასურველია კვებისა და სასმელების დეპარტამენტში მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ "კურორტი საირმემ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ-მისამართზე: Hr@sairmeresort.ge

"კურორტი საირმე" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე