Робота для біженців з України
ჯუნიორ სუ შეფი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჯუნიორ სუ შეფი
მომწოდებელი: Sairme Bakery
გამოქვეყნდა: 24 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 24 ნოემბერი
"კურორტი საირმეს" საცხობების ქსელი "Sairme Bakery" აცხადებს ვაკანსიას ჯუნიორ სუ შეფის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, (გაფორმების ეკონომიკური ზონა)
სამუშაო გრაფიკი: 07:00 - 16:00 / 09:00 - 18:00 /სამუშაო საათები. ცვლებში 5/2-ზე გრაფიკით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დაეხმაროს სუ შეფს სამზარეულოს ყოველდღიური ოპერაციების მართვაში;
** აკონტროლოს კერძების მომზადების ხარისხი და დროული მომზადება;
** უზრუნველყოს პროდუქტების სწორად შენახვა და ინვენტარიზაცია;
** გაუწიოს შესაბამისი სუპერვიზია სამზარეულოს თანამშრომლებს;
** საჭიროების შემთხვევაში ჩაანაცვლოს სუ შეფი და შეფ დე პარტიე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შეფ დე პარტიეს ან მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პროდუქტისა და ტექნიკის სიღრმისეული ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ "კურორტი საირმემ" დაამუშავოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ-მისამართზე: Hr@sairmeresort.ge

"კურორტი საირმე" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე