Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=677062&print=yes&view=jobs
 
მიწოდების ჯაჭვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიწოდების ჯაჭვის სპეციალისტი
მომწოდებელი: ბრედფილდი
გამოქვეყნდა: 24 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 24 ნოემბერი
მაკდონალდს საქართველოს პურის ქარხანა ბრედფილდი აცხადებს ვაკანსიას მიწოდების ჯაჭვის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სრული სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
** საწარმოს მდებარეობა: ლილო, ლოჭინის ხევი

ბენეფიტები:

** ყოველთვიური საწვავის ლიმიტი
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორატიული ნომერი
** შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და მართვის სისტემა, რომელსაც უკავშირდება კომპანიის საბონუსე პოლიტიკა
** Fit pass

ძირითადი მოვალეობები:

** მარაგების მუდმივი მონიტორინგი და აღრიცხვა
** ადგილობრივი შესყიდვების დაგეგმვა, განხორციელება და უწყვეტი ციკლის კონტროლი, ვადაგასული პროდუქტების კონტროლი და მინიმუმამდე დაყვანა
** მომწოდებლების ფასების ანალიზი, ალტერნატიული მომწოდებლების მოძიება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა
** ბაზრის კვლევა და ახალი კონტრაგენტების მოძიება, ტენდერების ჩატარება
** ხელშეკრულებების გაფორმება და შესყიდვებისთვის საჭირო დოკუმენტების ადმინისტრირება
** კომპანიაში არსებული ყველა ადგილობრივი გადაზიდვისა და ტრანსპორტირების მარშრუტების დაგეგმვა / განაწილების განხორციელება
** წუნდებული პროდუქციის გაყიდვა და შესაბამის პირებთან კომუნიკაცია
** გარე საწყობებთან მოლაპარაკებები წარმოება და კომპანიისთვის საუკეთესო პირობების მოპოვებით მათთან თანამშრომლობა
** მძღოლის მონიტორინგი სატვირთო ავტომობილის მიერ განხორციელებული გადაზიდვების მიმართულებით
** სატვირთო ავტომობილისა და სამარშრუტო ტრანსპორტის ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა და პრობლემის შემთხვევაში მისი აღმოფხვრა
** ERP ბაზის ადმინისტრირება - მიღებული პროდუქციის ასახვა პროგრამულად ზედნადებების საფუძველზე, განაცხადების და ხელშეკრულებების პროგრამული ადმინისტრირება
** RS.ge_ზე ზედნადებების ატვირთვა
** საბაჟო პროცედურებისთვის (იმპორტ-ექსპორტი) სხვა საჭირო დოკუმენტების ადმინისტრირება და შესაბამისი პროცესის მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: ბიზნეს ადმინისტრირების / ფინანსების განხრით
** SC ან/და შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა (განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება Excel-ის პროგრამაზე)

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე: vacancyibh@ibh.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია