|
დასახელება:
უმცროსი სისტემური ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
SOLVIT
|
|
გამოქვეყნდა: 24 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 24 ნოემბერი
|
ინფორმაცია კომპანიის შესახებ:
კომპანია "სოლვითი" 2013 წლიდან აქტიურად საქმიანობს IT აუთსორს მომსახურების სფეროში. კომპანიას განხორციელებული აქვს, მრავალი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი. კომპანიის წარმატება, ეფუძნება პროფესიულ ბიზნეს მიდგომას და შედეგებზე პასუხიმგებლობას. ჩვენთან თანამშრომლობით დაინტერესებულ პირებს, ვთავაზობთ აქტიურ, მეგობრულ, თანამშრომელზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, სადაც მხარდაჭერა კორპორატიული კულტურის მთავარი ღირებულებაა.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ: https://solvit.ge/en/
კომპანია "SOLVIT" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სისტემური ადმინისტრატორის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პარტნიორ კომპანიების IT ინფრასტრუქტურის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** IT ინფრასტრუქტურის ინსტალაცია და კონფიგურაცია;
** IT ინფრასტრუქტურის მონიტორინგის სისტემის ადმინისტრირება;
** სისტემების ბექაფირება და აღდგენა;
** ახალი ტექნოლოგიების შესწავლა და დანერგვა;
** განხორციელებული სამუშაოების დოკუმენტირება, ანგარიშგება, ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სისტემური ადმინისტრირების მიმართულებით.
** Microsoft Windows Server OS გამოცდილება სხვადასხვა ვერსიებთან (Windows Server 2012, 2016, 2019, 2022).
** Active Directory-ის კონფიგურაცია და მართვა.
** Microsoft 365 რომელიმე პროდუქტის ადმინისტრირება.
** DHCP და DNS ქსელური სერვისების ადმინისტრირება და კონფიგურაცია.
** Antivirus Software სხვადასხვა ანტივირუსული პროგრამების ადმინისტრირება.
** Terminal Server-ის ადმინისტრირება.
** Monitoring სისტემების ცოდნა თეორიულ დონეზე, როგორიცაა Zabbix, Prometheus, Grafana.
** Backup სისტემების ცოდნა თეორიულ დონეზე, როგორიცაა Veeam, Commvault.
** VMware გარემოში ვირტუალიზაციის ტექნოლოგიების (vSphere, vCenter) ადმინისტრირება და მართვა.
** Linux სისტემებთან მუშაობის გამოცდილება საბაზისო დონეზე.
უნარები:
** ანალიტიკური, აზროვნების უნარი
** მნიშვნელოვანია ჰქონდეს IT ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი
** სრულყოფილი ვერბალური და წერითი უნარი
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი
** ორგანიზაციულობა, დროის სწორად დაგეგმვისა და მართვის უნარი
** პრობლემების სიღრმისეული ანალიზის უნარი
** კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი და ეფექტური რეაგირების უნარი
** გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი
პირობები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** სწავლება-განვითარების დაფინანსება/მხარდაჭერა
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი 10:00- 19:00
** ადგილმდებარეობა: თბილისი, დიღმის მასივი, ნ. ბოხუას #4
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@solvit.ge.
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "უმცროსი სისტემური ადმინისტრატორი".
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|