Робота для біженців з України
სხვადასხვა - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: მედცენტრი
გამოქვეყნდა: 24 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 24 ნოემბერი
შპს მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი "მედცენტრი" აცხადებს ვაკანსიას

შემდეგ პოზიციებზე:

1. სივრცის კოორდინატორი

მისამართი: ქ. ბათუმი, პუშკინის ქ. N118
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი. 09:00-18:00

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტების დაკვალიანება პირველადი ინფორმაციის მიწოდებით;
** პაციენტის ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ;
** პაციენტთა რიგების მართვა;
** სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელურობა და გამართულად მეტყველების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

2. ექიმის ასისტენტი

მისამართი: ქ. ბათუმი, პუშკინის ქ. N118
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი. 09:00-18:00

მოვალეობები:

** ექიმის დახმარება პაციენტის მიღების/მომსახურების გაწევის დროს;
** პაციენტის ვიზიტების დაგეგმვა კლინიკის ელექტრონულ პროგრამაში ქსელის მასშტაბით;
** მომხმარებელთან კომუნიკაციისა და ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება, ჩანაწერის გაკეთება და მონაცემების შეყვანა კლინიკის ელექტრონულ პროგრამაში;
** პაციენტისთვის დანიშნული კვლევების ჯავშნების განხორციელება;
** განმეორებითი კონსულტაციის დაგეგმვა პირველადი კონსულტაციის ფარგლებში;
** ექიმთან ერთად პაციენტის კვლევის შედეგების გაცნობა და მომზადება შემდგომი უკუკავშირისთვის;
** ექიმის მიერ მითითებული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელურობა და გამართულად მეტყველების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

3. ექთანი

მისამართი: ქ. ბათუმი, პუშკინის ქ. N118

კვალიფიკაციის მოთხოვნები:

** ექთნის პროფესიული განათლება;
** სამუშაო გამოცდილება კლინიკურ გარემოში ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდში მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სიზუსტე.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** სტაბილურ დასაქმებას და შესაბამის ანაზღაურებას;
** ტრენინგებსა და უნარების განვითარების მხარდაჭერას.

4. სამედიცინო რეინჯერი (პორტერი)

მისამართი: ქ. ბათუმი, პუშკინის ქ. N118
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო ან უმაღლესი განათლება;
** სასურველია, შესაბამისი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტების უსაფრთხო ტრანსპორტირება კლინიკის შიდა სივრცეში;
** პაციენტების ბიოლოგიური მასალის/დოკუმენტაციის ლაბორატორიისათვის მიწოდება;
** კლინიკის ბაზაზე არსებული აფთიაქის სასაწყობე ფართიდან განყოფილებებისთვის მედიკამენტები მარაგის მიწოდება;
** შიდა პროტოკოლების დაცვა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** თავაზიანობა, გულისხმიერება;
** ორგანიზებულობა, აკურატულობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: r.avaliani@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 24/11/2025

გაცნობებთ, რომ კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ არსებული მონაცემების ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე