Робота для біженців з України
ტენდერი - ბანაკის განთავსება, კვება და საკონფერენციო სივრცე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი - ბანაკის განთავსება, კვება და საკონფერენციო სივრცე
მომწოდებელი: ნარაკო
გამოქვეყნდა: 24 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
შპს "ნარაკო" აცხადებს ტენდერს ახალგაზრდული საგანმანათლებლო ბანაკის ჩასატარებლად საჭირო სასტუმრო და საკონფერენციო მომსახურების შესყიდვაზე.
ბანაკი ჩატარდება 28-30 ნოემბერს (ორი ღამე / სამი დღე) და მოიცავს 60 მონაწილეს, მათ შორის 50 მოსწავლეს და 10 სტაფის წევრს.

ტენდერის საგანი:

ტენდერი ითვალისწინებს სასტუმროს მომსახურებას, რომელიც მოიცავს:

** მონაწილეთა განთავსებას ორ-, სამ- ან/და ოთხადგილიან ნომრებში (დაახლოებით 50 მონაწილე);
** ორგანიზატორთა განთავსებას ერთადგილიან ნომრებში (დაახლოებით 10 ადამიანი);

კვება შვედური მაგიდის პრინციპით, სამჯერად რეჟიმში განაწილებით:

** 2-3-2 — ჩამოსვლის დღეს: ლანჩი და ვახშამი;
** მეორე დღეს: საუზმე, ლანჩი და ვახშამი;
** წამოსვლის დღეს: საუზმე და ლანჩი;

საკონფერენციო სივრცე პროექტორით, მიკროფონებითა და დინამიკებით:

** ჩამოსვლის დღეს ნახევარი დღით;
** მეორე დღეს სრული დღის განმავლობაში;
** წამოსვლის დღეს Check-out-ის შემდეგ რამდენიმე საათით.

შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები:

** ფასის კონკურენტუნარიანობა
** მომსახურების ხარისხი და ტექნიკური პირობების შესაბამისობა
** სასტუმროს ინფრასტრუქტურა და ლოკაცია

გადახდის პირობები:

მსგავს ღონისძიებებთან მუშაობის გამოცდილება
შერჩეულ პროვაიდერთან გაფორმდება მომსახურების ხელშეკრულება შპს "ნარაკოსთან".

"მომწოდებლის" წინადადებასთან ერთად უნდა იყოს წარმოდგენილი სრული კომერციული შეთავაზება, რომელიც მოიცავს ფასს (დღგ-ს ჩათვლით ან გამოკლებით), მომსახურების აღწერასა და დამატებით პირობებს.

წინადადების წარდგენის ვადა: 2025 წლის 31 ოქტომბერი, 18:00 საათამდე.

წინადადების გაგზავნის ფორმა:

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაგზავნონ შეთავაზება ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: info@hsg.edu.ge და სათაურის ველში მიუთითეთ: "ტენდერი — ბანაკი (ნოემბერი 2025)".

დამატებითი ინფორმაციისთვის: 593 230 588 — ანი ქაშიაშვილი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე