|
დასახელება:
სტაჟირება - 1C უმცროსი დეველოპერი
|
| მომწოდებელი:
ავერსი-ფარმა
|
|
გამოქვეყნდა: 24 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 11 ნოემბერი
|
ფარმაცევტული კომპანია "ავერსი-ფარმა" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას 1C უმცროსი დეველოპერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ბიზნეს ამოცანების შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტი;
** სისტემის არსებულ მოდულებში პროგრამული კოდის ცვლილება და/ან ახალი მოდულების შექმნა.
კვალიფიკაცია:
** პროგრამირების ენების საფუძვლების ცოდნა (მაგალითად C++, Java);
** მონაცემთა ბაზების საფუძვლების ცოდნა (MSSQL, MySQL, Postgres etc.);
** 1C:Enterprise 8 სისტემის პროგრამირების საწყის დონეზე ცოდნა და/ან შესწავლის სურვილი;
** Microsoft Office-ის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** რუსული ენის საწყის დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (ტექნიკურ-პროფესიული);
** სასურველია ვებ-სერვისებთან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** სიახლეების ათვისების უნარი
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 11.11.2025 წელი.
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); 577 362308
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/2S2Xape1Ja
|
|
|
|