Робота для біженців з України
გადაზიდვის თანამშრომელი/მძღოლი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გადაზიდვის თანამშრომელი/მძღოლი
მომწოდებელი: გრანდ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 24 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 24 ნოემბერი
ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "გრანდ ელექტრონიქსი" აცხადებს ვაკანსიას გადაზიდვის თანამშრომლის/მძღოლის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული;
ლოკაცია ქ. თელავი, თელავი-მოლი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის გადაზიდვა/დისტრიბუცია კომპანიის საწყობებში, სავაჭრო ობიექტებში და მომხმარებლებთან;
** თბილისის და თბილისის შემოგარენის ქუჩების ცოდნა;
** ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კომპეტენციები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა;
** ავტომობილის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** თელავის და თელავის შემოგარენის ქუჩების ცოდნა;
** ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე: hr@grandel.ge ან დამიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 591 110 444. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსული განაცხადი არ განიხილება.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას შპს "გრანდ ელექტრონიქსი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით და საქართველოს კანონით პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. შპს "გრანდ ელექტრონიქს"-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

შპს "გრანდ ელექტრონიქსი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე