|
დასახელება:
ნავთობპროდუქტების გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ელ ენ დი პეტროლიუმ
|
|
გამოქვეყნდა: 24 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 24 ნოემბერი
|
შპს "ელ ენ დი პეტროლიუმ" აცხადებს ვაკანსიას ნავთობპროდუქტების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ.თბილისი, ვერა
სამუშაო საათები: ორშ.- პარ. 10:00-18:00 (ოფისში), შაბ. 10:00-15:00 (დისტანციურად)
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსები გაყიდვებიდან
ფუნქცია-მოვალეობები:
** ნავთობპროდუქტების (ბენზინი, დიზელი, გაზი) აქტიური გაყიდვების განხორციელება;
** ახალი კლიენტების მოძიება და არსებული პარტნიორებთან ურთიერთობის განვითარება;
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და შესრულება;
** ბაზრის ანალიზი და კონკურენტული გარემოს შეფასება;
** გაყიდვების გეგმების შესრულება და ანგარიშგებების მომზადება;
** კომერციული შეთავაზებების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება;
** კლიენტთა მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა.
კვალიფიკაციის მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის, ეკონომიკის ან ტექნიკური მიმართულებით);
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** ნავთობპროდუქტების სექტორში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
** შედეგზე ორიენტირებული და ორგანიზებული სამუშაო სტილი;
** საოფისე პროგრამების (MS Office) კარგი ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს თბილისის ცენტრში;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** ხელფასის თვეში ორჯერ გადახდას და ბონუს სისტემას გაყიდვების შედეგებზე დაფუძნებით;
** სატელეფონო ხარჯების ანაზღაურებას.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: lnd.petroleum.llc@gmail.com
|
|
|
|