|
დასახელება:
მძღოლი-ექსპედიტორი
|
| მომწოდებელი:
ქართული ღვინის კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 24 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 24 ნოემბერი
|
ქართული ღვინის კომპანია აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-ექსპედიტორის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი.
განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:30.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ზედნადების მიხედვით შეკვეთების მითვლა;
** ობიექტების მომარაგება გაწერილი გეგმისა და მარშრუტის მიხედვით;
** უკან დასაბრუნებელი პროდუქციის მითვლა და გამოტანა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა: C კატეგორია (სავალდებულო)
** ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება (ღვინის კომპანიაში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
პიროვნული უნარები:
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს, გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: t.nonikashvili55@gmail.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 3 თვის განმავლობაში. კომპანიამ შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|