Робота для біженців з України
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ირინა ბიბილაურის ესთეტიკური კლინიკა
გამოქვეყნდა: 24 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 24 ნოემბერი
"ირინა ბიბილაურის ესთეტიკურ დიაგნოსტიკური კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ჩვენი ესთეტიკურ-დიაგნოსტიკური ცენტრი ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლობიან ადმინისტრატორს, რომელიც იქნება ჩვენი სტუმრების პირველი შთაბეჭდილების შემქმნელი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტების მიღება და რეგისტრაცია;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ჩაწერების მართვა;
** კონსულტაცია სერვისების შესახებ და შესაბამის სპეციალისტებთან გადამისამართება;
** სამუშაო სივრცეში სისუფთავისა და ორგანიზებულობის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავსი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა;

მახასიათებლები:

** მომხმარებელზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე;
** ორგანიზებული;
** პოზიტიური.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 09:30-16:00სთ.
ადგილმდებარეობა: ილია ჭავჭავაძის გამზირი N33ა.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 24 ნოემბერი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.ibclinic@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანიის მიერ, საქართველოს კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მონაცემების დამუშავების მიზანია თქვენი კანდიდატურის შეფასება მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიებისთვის. ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე