|
დასახელება:
გრაფიკული დიზაინერი
|
| მომწოდებელი:
არომაკო
|
|
გამოქვეყნდა: 24 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 24 ნოემბერი
|
ინფორმაცია კომპანიის შესახებ: "TSUR GROUP" არის ქარულ-ებრაული ჰოლდინგი, რომელიც 2019 წლიდან წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდებს ამიერკავკასიაში და რეგიონული მასშტაბით ისეთ სტანდარტს ნერგავს, რომელიც მომხმარებელთა ქცევას უკეთესობისკენ ცვლის.
ჰოლდინგი აერთიანებს, თავის სფეროში მოწინავე ინოვაციურ კომპანიებს, როგორიცაა კომპანია "არომაკო`, "ნამი 8, "ლალინი", "ზიონი" "მასორი" "ბიზნეს ლაბორატორია და სხვა.
ჰოლდინგის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://www.tsur-group.com/
კომპანია "არომაკოს" მისია, შექმნისთანავე იყო, ნებისმიერი ბრენდისთვის იდენტობის შექმნა ინდივიდუალური სურნელის დახმარებით. ბრენდი შეიქმნა იმისთვის, რომ არომა მარკეტინგით ეთქვა ახალი სიტყვა ბიზნეს ინდუსტრიაში.
კომპანია "არომაკოში", ვეძებთ გუნდის ახალ წევრს გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
** აქტიურ/დინამიურ და საინტერესო სამუშაო გარემოს;
** ზრდის და განვითარების მაღალ შესაძლებლობას;
** კეთილმოწყობილ ოფისს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ის გამოყენების შესაძლებლობას;
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქავთარაძის #1ა
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 10:00-18:00 სთ
ძირითადი უფლება მოვალეობები:
** მარკეტინგული კამპანიებისთვის ვიზუალური დიზაინის შექმნა, მათ შორის: ციფრული რეკლამები, სოციალური მედიის ვიზუალები, ბეჭდური მასალები;
** სხვადასხვა ფორმატის და სხვადასხვა სარეკლამო არხებისთვის გრაფიკული სარეკლამო მასალების დიზაინის შექმნა: პოსტერები, იმიჯები, Gif-ები, მარტივი ანიმაცია და ა.შ.
** პროექტების მიხედვით Facebook, Instagram და Linkedin კამპანიებისთვის საჭირო ვიზუალური მასალების მომზადება;
** მარკეტინგული საჭიროების მიხედვით, გრაფიკული დიზაინის შექმნა, ბრენდის სტილისა და ვიზუალური იდენტობის გათვალისწინებით;
** ბრენდ გაიდლაინის და იდენტობის გათვალისწინება ყველა ვიზუალში;
** ელექტრონული პრეზენტაციების და ბროშურების აწყობა;
** კორპორატიული ბრენდირებული მასალების დიზაინის მომზადება;
** ახალი პროდუქტების დიზაინის შექმნა;
** AI თულების გამოყენება;
** სასაჩუქრე ნაკრების კონცეფციის მოფიქრებაში მონაწილეობა და დიზაინის მომზადება;
** ოფისში ბრენდირებული სივრცეების, სარეკლამო სტენდის, მანიშნებლების დიზაინის კონცეფციის შემუშავება;
** უშუალო მენეჯერის მიერ დავალებული სხვადასხვა ტიპის დიზაინერული სამუშაოს შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** Adobe illustrator და Adobe Photoshop-ის პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook)
** ინგლისური ენის ცოდნა;
უნარები:
** დროის სწორად მართვის უნარი;
** AI თულების გამოყენების უნარი;
** პრეზენტაციის უნარი.
** პრობლემის გადაჭრის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@aromaco.ge;
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "გრაფიკული დიზაინერი".
გისურვებთ წარმატებას!
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|