Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=676895&print=yes&view=jobs
 
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო
გამოქვეყნდა: 24 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 24 ნოემბერი
"საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო" (GREA) - კომპანია რომელიც მართავს მსხვილი დეველოპერული პროექტების გაყიდვების და მარკეტინგის მიმართულებას (მათ შორის: "ლისი ტოპოგრაფი", "ქრონომეტრი" "რუმიქს ვაჟა-ფშაველა, "რუმიქს ცინცაძე" და სხვა) გუნდში ეძებს ოფისის მენეჯერს, რომლის ძირითადი მოვალეობა იქნება:

** სტუმრების/კლიენტების მიღება და გადამისამართება;
** შემოსულ ზარებზე პასუხის გაცემა, საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება ან CRM სისტემაში დარეგისტრირება;
** თანამშრომლების ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** კომპანიის ადმინისტრაციული დოკუმენტების დაარქივება;
** კომპანიის ადმინისტრაციული და საოფისე ინვენტარის შეძენა და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ადმინისტრაციული პროცესების გამართული მუშაობის მიზნით შესაბამისი სერვის-პროვაიდერებთან კომუნიკაცია;
** კონკურენტული ბაზრის ანალიზი;
** მნიშვნელოვან შეხვედრებზე დასწრება, აუცილებელი ინფორმაციის ჩანიშვნა და შეჯამება;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა, დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სწრაფად ათვისების, ანალიტიკური და თავისუფალი აზროვნების უნარი;
** საოფისე კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის უნარი; Excel -ის გამართული ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა;
** კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯმენტ (CRM) სისტემაში ან/და ბაზებთან მუშაობის გამოცდილება.

მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა ჩვენთვის გამოცდილებაზე მეტად მნიშვნელოვანია თქვენი მოტივაცია, საქმის მიმართ ინტერესი და განვითარების სურვილი.

პირობები:

** ოფისი: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N2ბ.
** სამუშაო დღე: ორშაბათი-პარასკევი.
** სამუშაო დრო: 10:00 - 18:30.
** ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1500 ლარი + დაზღვევა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@grea.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "GREA"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: info@grea.ge

გისურვებთ წარმატებას!

კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე https://www.grea.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია