|
დასახელება:
პრომოუტერი
|
| მომწოდებელი:
თერმოინდუსტრია
|
|
გამოქვეყნდა: 24 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 25 ნოემბერი
|
შპს "თერმოინდუსტრია" — გათბობა-გაგრილების, წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, კონდიცირების, სატუმბე სადგურებისა და ჰელიოსისტემების ერთ-ერთი ლიდერი იმპორტიორი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 40 საათი, დასვენება კვირაში 2 დღე;
** ანაზღაურება: ფიქსირებული (შეთანხმებით) + ბონუსი;
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიღომი, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზ. 25;
** კომპანია უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის მიღება;
** მიღებული პროდუქციის სტენდებზე განლაგება;
** ფასების კონტროლი;
** ნაშთების კონტროლი;
** პროდუქციის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;
** უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი, გაყიდვებისა და აქტივობების შესახებ;
** მყიდველისთვის პროდუქციის მახასიათებლების და საგარანტიო მომსახურების პირობების გაცნობა;
** მომხმარებლისთვის აქციების გაცნობა;
** პერიოდულად ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ ცალკეული დავალებების შესრულება;
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** პუნქტუალური;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გათბობა-გაგრილების სისტემების გაყიდვებში ან შესაბამის სფეროში;
** ბაზისური ტექნიკური ცოდნა გათბობა-გაგრილების პროდუქციის შესახებ;
** კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური პრეზენტაციისა და გაყიდვების უნარი;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; (სასურველია რომელიმე უცხო ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა);
როგორ შეიტანოთ განაცხადი:
გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@thermoindustria.com და Subject-ში მიუთითეთ: პრომოუტერი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 25 ნოემბერი.
შპს "თერმოინდუსტრია" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@thermoindustria.com
გისურვებთ წარმატებას!
შპს "თერმოინდუსტრია"
|
|
|
|