Робота для біженців з України
პიროვნების ფსიქოლოგიის მკვლევარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პიროვნების ფსიქოლოგიის მკვლევარი
მომწოდებელი: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 24 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 04 ნოემბერი
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი იწყებს განაცხადების მიღებას პიროვნების ფსიქოლოგიის მკვლევარის შერჩევის მიზნით.

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის სპეციფიკის გათვალისწინებით კვლევის დაგეგმვა;
** პროექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მონაცემების შეგროვება;
** პროექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მონაცემთა ანალიზი;
** პროექტის სპეციფიკის გათვალისწინებით შედეგების გავრცელება და ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** არანაკლებ მაგისტრის ხარისხი;
** კვლევის გამოცდილება;
** კვლევითი პროექტების მართვა ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა;
** ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია;
** ფსიქოლოგიური კვლევის ეთიკური სტანდარტების დაცვა;
** დროის მართვა.

შერჩევის ეტაპებია:

** რეზიუმეს გადარჩევა;
** გასაუბრება.

სამუშაო ადგილი და პირობები:
სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N82
სამუშაო ფორმატი - ჰიბრიდული
შრომის ანაზღაურება - განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად.

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე - vacancy@btu.edu.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 04 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით vacancy@btu.edu.ge

შენიშვნა:

** ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაუკავშირდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს;
** პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაძლებელია განხორციელდეს სხვა ვაკანსიებზე მისი კანდიდატურის განხილვის მიზნით მონაცემების გამოგზავნიდან 6 თვის განმავლობაში, ხოლო შენახვა უნივერსიტეტის ავტორიზაციის, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მიზნებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე