|
დასახელება:
საწყობის მიღების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ბლექ სი დისთრიბუშენი
|
|
გამოქვეყნდა: 24 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 24 ნოემბერი
|
იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანია "ბლექ სი დისთრიბუშენი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მიღების სპეციალისტის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
ფუნქცია-მოვალეობები:
** შემოსული სატვირთო მანქანების უსაფრთხო და ეფექტური დაცლა შესაბამისი აღჭურვილობით;
** მიღებული საქონლის დათვლა და შემოწმება საწყობის დოკუმენტაციასთან და შესყიდვის ორდერებთან შესაბამისობაში;
** საქონლის ვიზუალური დათვალიერება დაზიანებების, ხარისხის და ტრანსპორტირების პირობების შესაბამისობის შესამოწმებლად;
** ტემპერატურაზე მგრძნობიარე და ფერმენტული საქონლის შესაბამისი მოპყრობა HACCP-ის სტანდარტების მიხედვით;
** დეფექტებისა და დარღვევების დაუყოვნებლივ დაფიქსირება და ანგარიშგება;
** მიმღები ზონის სისუფთავის და მოწესრიგებულობის შენარჩუნება;
** იმპორტის გუნდისთან კოორდინაცია ტრანსპორტირების მონიტორინგისა და დოკუმენტაციის უზრუნველყოფისთვის;
** თანამშრომლობა საბუღალტრო სამსახურთან მიღებული საქონლის ზუსტი აღრიცხვისთვის;
** ეფექტური კომუნიკაცია საწყობის სხვა თანამშრომლებთან შემომავალი პროცესების მხარდაჭერისთვის;
** საწყობის უსაფრთხოების ყველა წესის და პროცედურის დაცვა.
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@blackseadistribution.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "საწყობის მიღების სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
კომპანია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
|
|
|
|