|  
		
			| დასახელება: 
				ფინანსური ასისტენტი |  
			| მომწოდებელი: 
				
												
							კანტი |  
			| გამოქვეყნდა: 24 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 24 ნოემბერი |  
			| სადისტრიბუციო და ლოჯისტიკური კომპანია "კანტი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ასისტენტის პოზიციაზე. 
 სამუშაო ლოკაცია: გლდანი
 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
 ანაზღაურება: 2000-3000 (ხელზე ასაღები, გამოცდილების შესაბამისად)
 
 ძირითადი მოვალეობები:
 
 ** ყოველდღიური/ყოველთვიური რეპორტების მომზადება
 ** ფინანსური ანგარიშგების მომზადება
 ** გაყიდვების დეტალური ანალიზი
 ** ბიუჯეტირების მომზადება
 ** ხარჯების კონტროლი
 ** გადარიცხვების შესრულება
 ** ბანკებთან და აუდიტორულ კომპანიებთან კომუნიკაცია და მოთხოვნილი ინფორმაციის მობილიზება
 ** ჯგუფში შემავალი კომპანიების ფინანსური უწყისების მომზადება/ჩართულობა
 ** პროგრამაში ინფორმაციის შეყვანა
 
 მოთხოვნები:
 
 ** ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირება/ფინანსების მიმართულებით;
 ** 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება სასურველია - (ბანკი- ბიზნეს სესხების მიმართულებით, აუდიტორული კომპანია, ფინანსური დეპარტამენტი)
 ** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
 ** MS Office-განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
 ** მონაცემთა ვიზუალიზაციის ინსტრუმენტების ცოდნა (Power BI);
 ** ინგლისური ენის ცოდნა.
 
 დაინტერესების შემთხვევაში, გაგვიზიარეთ CV ელფოსტაზე: hr@kanti.ge
 
 გისურვებთ წარმატებას!
 |  |  |  |