|
დასახელება:
წარმოების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
შოკოტელა
|
|
გამოქვეყნდა: 24 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 24 ნოემბერი
|
"შოკოტელა" აცხადებს ვაკანსიას წარმოების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
"შოკოტელა" არის პრემიუმ კლასის ხელნაკეთი შოკოლადის მწარმოებელი კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს გამორჩეული ხარისხის და დიზაინის პროდუქციას.
პოზიციის აღწერა:
წარმოების მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება წარმოების სრული ციკლის ეფექტურ ორგანიზებაზე, ხარისხის სტანდარტების დაცვაზე და გუნდის კოორდინაციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** წარმოების სრული პროცესის ორგანიზება და კონტროლი - ნედლეულის მიღებიდან მზა პროდუქტის შეფუთვამდე
** წარმოების გრაფიკის დაგეგმვა და პროცესების ოპტიმიზაცია
** ხარისხის სტანდარტების დაცვა და პროდუქტის ვიზუალური/გემოვნური ერთიანობის კონტროლი
** გუნდის კოორდინაცია და დავალებების გადანაწილება
** საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა უშუალოდ წარმოების პროცესშიც
** ნედლეულის მარაგების კონტროლი და შესყიდვების დაგეგმვა
** ჰასპის (HACCP) სტანდარტების შესაბამისად წარმოების ჰიგიენური და ტექნოლოგიური პროცესების უზრუნველყოფა
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალებისადმი
** გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და პოზიტიური დამოკიდებულება
** ტექნოლოგიური პროცესების საბაზისო ცოდნა - ჩაითვლება უპირატესობად
** ჰასპის (HACCP) სტანდარტების ცოდნა და მათი დაცვით მუშაობის უნარი - ჩაითვლება უპირატესობად
სამუშაო პირობები:
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00;
** ანაზღაურება: ფიქსირებული 2200 ლარი + ბონუსი;
** გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV: info@chocotella.ge
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|