კომპანია "თბილი სახლი" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ლუბლიანას N56;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-18:30
მოვალეობები:
** დირექტორის სამუშაო დღის ორგანიზება და ყოველდღიური პროცესების კოორდინაცია;
** დირექტორთან ერთად შეხვედრებზე დასწრება, შეხვედრებზე განხილული საკითხების ამსახველი დოკუმენტაციის/ოქმების წარმოება, შესაბამისი პირებისთვის მიწოდება და შესრულების პროცესის, ვადების მონიტორინგი;
** დირექტორის კალენდრის მართვა და შეხვედრების ორგანიზება;
** კორესპონდენციის მართვა ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე;
** პრეზენტაციების, დოკუმენტაციების, ოფიციალური წერილების, რეპორტების მომზადება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირება, მენეჯმენტი ან მათთან დაკავშირებული სფერო);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერა/მეტყველება);
** კომუნიკაციური და ორგანიზაციული უნარები;
** MS Office ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** მზადყოფნა საზღვარგარეთ მივლინებებისთვის;
ბენეფიტები:
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობა;
** კვალიფიკაციის ამაღლება კურსების და ტრენინგების დაფინანსების გზით;
** ფიტპასით და ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის შესაძლებლობა;
** პარკინგი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@casacalda.ge
გთხოვთ, subject ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@casacalda.ge
|