Робота для біженців з України
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: ჯი თი გრუპი
გამოქვეყნდა: 24 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 24 ნოემბერი
კომპანია "ჯი-თი გრუპი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

"ჯი-თი გრუპ" ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: https://www.gtgroup.ge

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, დავით აღმაშენებლის ხეივანი # 216;
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 - 18:00 სთ);
ანაზღაურება: 2500 - 3125 ლარი (Gross);
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრის ხარისხი);
** მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება - სამოქალაქო/კერძო სამართლის მიმართულებით;
** აუცილებელია ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება MS Office-ის (Word, Excel, Outlook, PPT) პროგრამებში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამართლებრივი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, მემორანდუმები, წერილები, განცხადებები, ბრძანებები, განკარგულებები და ა.შ) შედგენა და გადახედვა;
** წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ პროცესებში/ორგანოებში;
** სამართლებრივი შინაარსის დასკვნების მომზადება სხვადასხვა საკითხებზე;
** დოკუმენტბრუნვის წარმოება, შენახვა, დაარქივება;
** სხვადასხვა სამართლებრივი პროექტების სტატუსის მონიტორინგი, ხელშეკრულებების ვადების კონტროლი და ხელშეკრულებების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** სხვა სამართლებრივ მოვალეობათა შესრულება, უშუალო ხელმძღვანელის დავალებების მიხედვით.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtgroup.ge, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე