|
დასახელება:
კანცელარიის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა
|
|
გამოქვეყნდა: 24 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
|
კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას კანცელარიის მენეჯერის პოზიციაზე, ქ. თბილისში.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** 2 (ორწლიანი) სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციებზე;
** საოფისე პროგრამების გამართულად ფლობა;
** სასურველია ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიაში შემოსული კორესპონდენციის დამუშავება, რეგისტრაცია შესაბამის ჟურნალში და ადრესატამდე დროული მიწოდება;
** კომპანიიდან გამავალი კორესპონდენციის რეგისტრაცია და ადრესატისთვის მისი გაგზავნის ორგანიზება;
** საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში წერილების მიღება, რეგისტრაცია, დირექტორისთვის დროული გადაგზავნა;
** საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში წერილების ატვირთვა, ადრესატისთვის დროული გაგზავნა;
** დირექტორის და/ან უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით ზარების განხორციელება (ობიექტები, კომპანიები და სხვა, საჭიროებისამებრ);
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებით, კომპანიის მიღებული/დამტკიცებული პროცედურების, ბრძანებების და სხვა შიდა ინსტრუქციების გავრცელების ორგანიზება;
** წერილების მომზადება (თარგმნა, საჭიროებისამებრ);
** საჭიროებისამებრ, დახმარების გაწევა კონფერენციების, სემინარების და ა.შ. ღონისძიებების ორგანიზებაში;
** უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** დისციპლინირებული/პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ, მხარდამჭერ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი / 09:00-18:00 სთ;
ანაზღაურება: შეთანხმებით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@scs.gov.ge ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე:
995 32 2 200 122, 2025 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!
პატივისცემით,
შპს "სახელმწოფო კვებითი უზრუნველყოფა"
|
|
|
|