|
დასახელება:
შრომის უსაფრთხოების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
არალი
|
|
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 23 ნოემბერი
|
სამშენებლო კომპანია "არალი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. ახალციხე, აღმაშენებლის ქუჩა
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შრომის უსაფრთხოების კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების საფუძველზე ობიექტზე შესაბამისი სამუშაოების განხორციელება;
** შრომის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და მათთვის შესაბამისი ქცევის სტანდარტების დადგენა;
** ობიექტის რისკების შეფასების და მაკორექტირებელი ღონისძიებების წარმოება;
** შრომის უსაფრთხოების ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების რეგულარულად ჩატარება და პერსონალის ცოდნის შემოწმება, ამ მიზნით ტესტირების, სიმულაციების და სხვა სახის შემოწმებების წარმოება;
** დროებითი სამუშაოების საფრთხეებისა და რისკების კონტროლი;
** ორგანიზაციაში ახალი მიღებული თანამშრომლის პირველადი ინსტრუქტაჟით უზრუნველყოფა;
** მენეჯმენტის ინფორმირება უბედური შემთხვევების, ინციდენტების და საწარმო ტრავმების შესახებ. მათი აღრიცხვა, ანგარიში, გამომწვევი მიზეზების შესწავლა/მოკვლევა და გამოსასწორებელი ღონისძიებების ჩატარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** რუსული ენის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელფოსტის მისამართზე: HR@araligroup.ge
|
|
|
|