Робота для біженців з України
SEO სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: SEO სპეციალისტი
მომწოდებელი: ბლიც დენტალი
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 23 ნოემბერი
"ბლიც დენტალი" - კახაბერ ხარებავას კლინიკა აცხადებს ვაკანსიას SEO სპეციალისტის პოზიციაზე.

განაკვეთი: მოქნილი გრაფიკი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (შესაძლებელია შეთანხმება)
ანაზღაურება: შეთანხმებით

** კომპანიის ვებგვერდის აუდიტი: ვებგვერდის ტექნიკური და კონტენტური მდგომარეობის ანალიზი, რათა გამოვლინდეს პრობლემები და გაუმჯობესების შესაძლებლობები.
** Keyword Research (საძიებო სიტყვების კვლევა): შესაბამისი და კონკურენტული ქივორდების მოძიება, რაც ხელს შეუწყობს ვებგვერდის უფრო მაღალ პოზიციებზე გასვლას
** On-Page Optimization (ონ-პეიჯ ოპტიმიზაცია):
- საიტის სტრუქტურის ანალიზი და ოპტიმიზაცია - URL სტრუქტურის, internal linking-ის, robots.txt და sitemap.xml-ის გამართვა.
- საიტის სიჩქარის ოპტიმიზაცია - PageSpeed Insights / GTmetrix-ის მიხედვით ტესტირება და გამოსწორება.
- Indexing და Crawling კონტროლი - Search Console-ით ინდექსაციის შეცდომების პოვნა და გამოსწორება.
- Schema Markup / Structured Data-ის დამატება - JSON-LD ან სხვა ფორმატით rich results-ისთვის.
- Canonical და hreflang ტეგების გამართვა - დუბლიკატის გვერდების და მრავალენოვანი საიტების მართვა.
- Mobile-Friendly და Core Web Vitals-ის მონიტორინგი.
- Redirect-ების გამართვა (301, 302, 404 errors) - სწორი გადამისამართების სტრატეგია.
- SSL და HTTPS კონფიგურაცია და უსაფრთხოების შემოწმება.
- Meta Tag-ების და Open Graph მონაცემების ტექნიკური გამართვა.
- მეტა ტეგების (სათაურები, აღწერა) ოპტიმიზაცია;
- ფოტოების ოპტიმიზაცია მთელ ვებგვერდზე;
- შინაარსის სტრუქტურირება (ჰედერების გამოყენება);
** Off-Page Optimization (ოფ-პეიჯ ოპტიმიზაცია):
- ბექლინკების (უკვე არსებული ვებგვერდიდან ლინკების) შექმნა;
- სოციალურ მედიასთან ინტეგრაცია და პოპულარიზაცია.
** კონტენტის შექმნა და ოპტიმიზაცია: ახალი, ღირებული და SEO-სთვის ოპტიმიზებული შინაარსის შექმნა.9
** AI საძიებო სისტემებში ოპტიმიზაცია: ChatGPT-სა და სხვა ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებზე საძიებო შედეგების მონიტორინგი და ოპტიმიზაცია
** კონკურენტების ანალიზი.
** ყოველთვიური რეპორტი და ანალიზი: რეგულარული ანგარიშების შედგენა ვებგვერდის ტრაფიკის, რეიტინგების და სხვა მეტრიკის შესახებ.
** Keyword Research (საძიებო სიტყვების კვლევა) და Key Performance Indicator (შესრულების ძირითადი ინდიკატორი).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება SEO სფეროში (სპეციალისტის, ანალიტიკოსის ან მსგავს პოზიციაზე)
** გამოცდილება კონტენტ მარკეტინგსა და მონაცემებზე დაფუძნებულ SEO პროცესებში
** სიღრმისეული ცოდნა საძიებო ალგორითმების, რანკინგ ფაქტორებისა და ტექნიკური SEO-ს შესახებ
** ცოდნა ინსტრუმენტების შესახებ: Google Analytics, Search Console, SEMrush, Ahrefs, Moz ან მსგავსი
** ძლიერი ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება — გიყვარს ტესტირება, სწავლის პროცესი და მუდმივი გაუმჯობესება
** დაინტერესება AI-ით, ავტომატიზაციის პროცესებით

უნარები და პიროვნული კომპეტენციები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებულობა
** დისციპლინირებულობა

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოგვიგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: HR@blitsdental.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე