დასახელება:
მონტაჟის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
მასტერ კოფი
|
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 23 ნოემბერი
|
სადისტრიბუციო კომპანია "Master Coffee", წარმოადგენს შვეიცარიული, ავსტრიული, იტალიური, ჩინური კომპანიების ყავის აპარატების და ყავის ბრენდების: -"CARTE NOIRE", " JACOBS", "PIAZZA DORO", "L`OR" ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მონტაჟის სპეციალისტი.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ფუნქცია-მოვალეობები:
** ყავის აპარატების მონტაჟი წინასწარ მითითებულ ლოკაციებზე კომპანიის სტანდარტების გათვალისწინებით;
** სარეკლამო დაფის დამონტაჟება წინასწარ შეთანხმებულ ობიექტზე;
** ყავის აპარატის მონტაჟისთვის საჭირო აქსესუარების მიტანა/მონტაჟი ობიექტზე;
** ყავის აპარატის გამართულად მუშაობის პრინციპების სრულფასოვნად ახსნა, პრეზენტაცია ობიექტის მფლობელისთვის;
** ყავის აპარატების და სხვა სარეკლამო აქსესუარების დემონტაჟი ობიექტიდან.
უნარ-ჩვევები:
** შრომისმოყვარეობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.
აუცილებელი მოთხოვნები: B, B1 კატეგორიის მართვის მოწმობა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 9:00-18:00
** დასვენება: შაბათი, კვირა;
** ანაზღაურება: 1500ლ;
** ულიმიტო სასაუბრო;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@mastercoffee.ge. ელფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მონტაჟის სპეციალისტი ან დაგვიკავშირდეთ: 595 404 225
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|