Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ლაინ-მედია
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 23 ნოემბერი
შპს "LINE MEDIA" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე (საავტომობილო ზეთები და ავტოკოსმეტიკა).

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება
ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი 1500 ლარიდან.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** სასაწყობე ფართში პროდუქციის რეგულარული კონტროლი, მარაგების აღწერა და ნაშთების კონტროლი
** საწყობში შემოსული ტვირთის დაცლა- დატვირთვების უზრუნველყოფის კონტროლი
საწყობის მუშაობის კონტროლი
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა
** პროდუქციის მიღების პროცესის კონტროლი
** ჩამოწერილი პროცედურის კონტროლი
** ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა და კონტროლი
** ტვირთების მოძრაობისთვის საჭირო დოკუმენტაციის კონტროლი, როგორც პროდუქციის მიღებისას, ასევე გაცემისას
** ნებისმიერი იმ პრობლემის იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია, რომლებიც ეხება ან ხელს უშლის სამუშაო პროცესს

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა
** პუნქტუალურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** აუცილებელი მოთხოვნები
** 1С პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** MS OFFICE პროგრამების კარგად ცოდნა
** შრომის და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა
** წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა)
** მართვის მოწმობა და მსუბუქი ავტომობილის ყოლა

წარსადგენი დოკუმენტაცია: კანდიდატის ინფორმაცია ფოტოსურათთან ერთად (აუცილებლად) გამოაგზავნეთ: ელ ფოსტაზე: line.media.georgia@gmail.com

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე