Робота для біженців з України
მომხმარებელთა მომსახურების წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებელთა მომსახურების წარმომადგენელი
მომწოდებელი: kcall.ge
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 23 ნოემბერი
"K•Call" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მომსახურების წარმომადგენლის (ქართული-რუსული ენოვანი) თანამდებობაზე.

"K•Call" — პირველი 24/7 აუთსორსინგული ქონტაქტ ცენტრი საქართველოში.

კომპანია ოპერირებს 2016 წლიდან და თანამშრომლობს როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უზრუნველყოფს მრავალენოვან მომხმარებელთა მხარდაჭერას, ციფრულ არხებზე კომუნიკაციის მართვას და ბიზნესებისთვის სრულფასოვან BPO გადაწყვეტილებებს.

ძირითადი მოვალეობები:

** პარტნიორი კომპანიების პროდუქტისა და მომსახურების შესწავლა;
** შემოსული ზარების მიღება და კვალიფიციური კონსულტაციის მიწოდება ქართულ და რუსულ ენებზე;
** საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება ინფორმაციის დაზუსტების მიზნით;
** სოციალური ქსელებიდან შემოსული შეტყობინებებისა და კომენტარების დამუშავება;
** CRM სისტემაში მომხმარებელთა შემთხვევების დაფიქსირება და შესაბამისი ჩანაწერების გაკეთება;
** მომხმარებელთა ინფორმირება, მომსახურების შეთავაზება და პოზიტიური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** მომხმარებლებთან გრძელვადიანი და პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბება.

საჭირო ცოდნა და უნარები:

** რუსული და ქართული ენის თავისუფლად ცოდნა — სავალდებულო მოთხოვნა;
** გამართული და პროფესიული კომუნიკაცია ორივე ენაზე;
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვის უნარი და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** სწრაფი ადაპტაციისა და სხვადასხვა ტიპის კომუნიკაციასთან ეფექტური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ. 47
** გრაფიკი: 5 სამუშაო დღე კვირაში (ცვლებში, მათ შორის შაბათ-კვირის ჩათვლით)
** ცვლის ხანგრძლივობა: 8 საათი + 1 საათი შესვენება (განაწილებული ცვლის განმავლობაში)
** ღამის ცვლა: კვირაში 1 ღამის ცვლა

"K•Call" უზრუნველყოფს სტაბილურ, განვითარებაზე ორიენტირებულ და ინკლუზიურ სამუშაო გარემოს, სადაც თანამშრომლებს ეძლევათ პროფესიული ზრდისა და ახალი უნარების განვითარების შესაძლებლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ შეავსონ განაცხადი ბმულზე: https://kcall.ge/careers/customer-service-representative-ge-ru/ ან გამოგზავნონ რეზიუმე/CV ელფოსტაზე: hr@kcall.ge. ელფოსტის სათაურში უნდა იყოს მითითებული პოზიციის დასახელება: CSR - Ge/Ru

შეიტყვეთ მეტი ჩვენ შესახებ:

www.kcall.ge
https://www.facebook.com/kcall.ge
https://www.linkedin.com/company/kcall
https://www.instagram.com/kcall.ge
Follow us — stay connected with Georgia`s first 24/7 outsourced contact center.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე