Робота для біженців з України
ეჯაილ ქოუჩი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ეჯაილ ქოუჩი
მომწოდებელი: ბაზისბანკი
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 06 ნოემბერი
ს.ს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას ეჯაილ ქოუჩის პოზიციაზე ქ. თბილისში.

მოვალეობები:

** Agile გუნდის შეხვედრების ფასილიტაცია;
** Agile გუნდის ეფექტურობის მეტრიკების შემუშავებასა და მართვაში ჩართულობა;
** Agile ცერემონიებში გუნდის წევრების ჩართულობის უზრუნველყოფა;
** გუნდის წევრების დახმარება სამუშაო პროცესში არსებული დაბრკოლებების მოსაგვარებლად;
** ეჯაილ მიდგომების და ტექნიკების მუდმივი გაუმჯობესების უზრუნველყოფა;
** გუნდის წევრების და ორგანიზაციის სხვა თანამშრომლების ტრეინინგი, ქოუჩინგი და მენტორობა ეჯაილ მიდგომების იმპლემენტაციის პროცესში;
** პროდუქტის განვითარების, გუნდების მუშაობის, დამოკიდებულებების მართვის და სხვა ეჯაილ პროცესების მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** გუნდისთვის საჭირო რესურსების მართვის პროცესში აქტიური ჩართულობა.

მოთხოვნები:

** აუცილებელია Agile მეთოდოლოგიის ცოდნა: Scrum და Kanban;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ვიზუალიზაციის ინსტრუმენტების ცოდნა (Jira, Miro);
** ეჯაილ ქოუჩის/სქრამ მასტერის პოზიციაზე მუშაობის მინ 1 წლიანი გამოცდილება;
** ორგანიზაციის, გუნდისა და ინდივიდების დონეზე ქოუჩინგის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

უნარები:

** კომპლექსური აზროვნების უნარი;
** ახალი ტექნოლოგიებისა და სისტემების სწრაფი ათვისების უნარი;
** პრობლემების ანალიზის უნარი;
** მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2025 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე