|
დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
კორსო იტალია
|
|
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 23 ნოემბერი
|
"Corso Italia" გთავაზობს იტალიური ელეგანტურობისა და თანამედროვე მოდის შერწყმას. ჩვენი გუნდი ქმნის გამორჩეულ მომხმარებლურ გამოცდილებას და ახლა გვინდა, შენც ამ ოჯახის ნაწილი გახდე! შპს "აი სი არ ტრეიდი", "კორსო იტალია"-ს ბრენდში აცხადებს მოლარე-კონსულტანტის ვაკანსიას.
სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი, ცვლების მიხედვით (8 საათიანი ცვლა, 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე)
ანაზღაურება: ₾1100-₾1300 (ხელზე ასაღები საშუალო მოცულობა, ფიქსირებული + ბონუსი)
მიმდინარედ ვაკანტური ლოკაცია: ქ. თბილისი, პეკინის გამზ.#25; სითი მოლი საბურთალო
ასევე "კორსო იტალია"-ს ბრენდი წარმოდგენილია სხვადასხვა ლოკაციაზე, ზოგადად ამ პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ შეავსოთ ქვემოთ ბმულზე მოცემული კითხვარი სასურველი მისამართებით.
ძირითადი მოვალეობები:
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის ცოდნა და პრეზენტაცია;
** მომხმარებლის მომსახურება ბრენდის სტანდარტების შესაბამისად;
** ეფექტური გაყიდვების განხორციელება და მომხმარებლის კონსულტირება;
** პროდუქციის მიღებასა და განთავსებაში ჩართულობა;
** სალაროსთან მუშაობა და შესაბამისი პროცედურების ზუსტად შესრულება;
** მენეჯერის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება.
რას ვეძებთ შენში
** კომუნიკაბელური, ენერგიული და ორგანიზებული ადამიანი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სასურველია უცხო ენის (ინგლისური) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** გაყიდვებში ან მომსახურების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
რას გთავაზობთ ჩვენ
** სტაბილურ სამსახურს დინამიკურ და მეგობრულ გუნდში;
** მოტივაციურ ანაზღაურებას (ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებზე დამყარებული);
** პროფესიულ განვითარებას მოდის სფეროში;
** სამუშაო გარემოს, სადაც შენი ენერგია და პოზიტივი დაფასდება.
როგორ უნდა შეიტანო განაცხადი
შეავსე ფორმა ბმულზე:
გადადი ფორმაზე და აირჩიე შენთვის სასურველი ლოკაცია ან გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე ელფოსტაზე: jobs@icr.ge.
|
|
|
|