|
დასახელება:
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
აზროვნების აკადემია
|
|
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 23 ნოემბერი
|
აზროვნების აკადემია - წამყვანი საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ქმნის სივრცეს პიროვნული და პროფესიული ზრდისთვის, განვითარების ხელშეწყობისა და აზროვნების კულტურის პოპულარიზაციისთვის.
სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ მიერ ინიცირდება მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროექტები - ტრენინგები, ლექციები, სალონური საუბრები და ა.შ.
ამ ეტაპზე ვეძებთ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს - ენერგიულ, ინტელექტუალ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელსაც შეუძლია აზროვნების აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამებისა და მომსახურების შეთავაზება ორგანიზაციებისთვის იმ მიზნით, რომ გაყიდვა იქცეს გრძელვადიან პარტნიორობად.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კორპორატიული გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და შესრულება - ახალი კომპანიების მოძიება და არსებული პარტნიორების თანამშრომლობის გაღრმავება;
** B2B გაყიდვების სრული ციკლის მართვა - პრეზენტაცია, მოლაპარაკება, შეთავაზების მომზადება, ხელშეკრულების გაფორმება და პროექტის აღსრულება;
** ტრენინგებისა და კორპორატიული კურსების საჭიროებების ანალიზი კლიენტებთან ერთად;
** თანამშრომლობა მარკეტინგის გუნდთან ერთიანი კომუნიკაციისა და კამპანიების დაგეგმვის მიზნით;
** ბაზრისა და კონკურენტული გარემოს მონიტორინგი - აქტუალური ტენდენციების და ბიზნეს-მომხმარებლის ანალიზი;
** გაყიდვების პროგნოზირება და რეპორტინგი მენეჯმენტთან;
** მონაწილეობა ღონისძიებებსა და პრეზენტაციებში (როგორც სპიკერი ან ბიზნეს წარმომადგენელი).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის, მენეჯმენტის ან მარკეტინგის მიმართულებით;
** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება B2B გაყიდვებში (უპირატესობა მიენიჭება მათ, ვინც მუშაობდა განათლების, ტრენინგების ან მომსახურების ინდუსტრიაში);
** გამართული წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია ქართულად და ინგლისურად;
** პრეზენტაციების მომზადებისა და გაყიდვებისთვის საჭირო ციფრული ინსტრუმენტების (CRM, Excel, PowerPoint, Google Suite, HubSpot ან მსგავსი პლატფორმები) ფლობა;
** კომპანიებთან ეფექტური ურთიერთობის შექმნის გამოცდილება.
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ბაგები, ზ.საკანდელიძის #9
** სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00სთ. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
ჩვენ გთავაზობთ:
** კორპორატიული დაზღვევა (გამოსაცდელი ვადის, 6თვის შემდეგ);
** კვებით უზრუნველყოფა ოფისში;
** http://onlineacademia.ge - ზე უფასო წვდომა;
** აზროვნების აკადემიის სალონურ საუბრებზე უფასო დასწრება;
** ჩვენი გამომცემლობის წიგნებზე 50%-იანი ფასდაკლება;
** კურსებსა და ტრენინგებზე 50%-იანი ფასდაკლება;
** ჩვენს ფსიქოთერაპიის და ფსიქოკონსულტაციის ცენტრ - "ინტეგრაში" 20%-იანი ფასდაკლება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 1 გვერდისა) ქართულ ენაზე გამოგზავნოთ ელ.ფოსტაზე - hr@azraki.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა : 23 ნოემბერი, 2025 წ.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "აზროვნების აკადემიის" მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თქვენი მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის - თუ ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|