კომპანიის შესახებ:
აზროვნების აკადემია არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისთვის.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://azraki.ge
პოზიციის შესახებ:
აზროვნების აკადემია აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
ვეძებთ კომუნიკაბელურ, განვითარებაზე ორიენტირებულ, სტრატეგიულად მოაზროვნე ადამიანს, რომელიც უხელმძღვანელებს მარკეტინგის გუნდს და განავითარებს აკადემიის ყველა მიმართულებას.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მარკეტინგული გუნდის მართვა.
** მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი.
** ქვე-ბრენდების პოზიციონირების სტრატეგიული მართვა (საბავშვო ბაღი, საკვირაო სკოლა, ფსიქოთერაპიისა და ფსიქოკონსულტაციის ცენტრი "ინტეგრა", გამომცემლობა, სკოლა, ზრდასრულთა მიმართულება - სალონური საუბრები, ლექციები, კურსები);
** ბიუჯეტის დაგეგმვა და კონტროლი;
** კომპანიის ვებ-გვერდისა და ციფრული არხების ოპტიმიზაცია (Meta, Google, YouTube, TikTok, LinkedIn, Email Marketing, SEO);
** მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება - აუდიტორიის ანალიტიკა, კონვერსიების გაზომვა, ტენდენციების იდენტიფიცირება;
** პარტნიორული და PR ურთიერთობების განვითარება (დონორები, მედია, კორპორატიული კლიენტები);
** გაყიდვებისა და ლოიალობის მასტიმულირებელი, ინოვაციური კამპანიების დაგეგმვა და შედეგების შეფასება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლების პრიორიტეტული მიმართულებებია: ბიზნესის ადმინისტრირება, მენეჯმენტი, მარკეტინგი;
** მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება მარკეტინგის ან ბრენდის მართვის მიმართულებით, მათ შორის, 2 წელი მენეჯერულ პოზიციაზე;
** გამოცდილება განათლების, კულტურის ან სოციალური პროექტების სექტორში ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ფლობა (B2+/C1);
** ციფრული არხების, ანალიტიკისა და შესრულების მენეჯმენტის ცოდნა (Google Ads, Meta Ads Manager, SEO, Google Analytics, HubSpot, WordPress CMS);
** პროექტების მენეჯმენტის გამოცდილება (Trello ან სხვა სისტემებით);
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ბაგები, ზ. საკანდელიძის 9
** სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 18:00 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** ანაზღაურება: გამოცდილებისა და კომპეტენციის მიხედვით
რას გთავაზობთ?
** კორპორატიული დაზღვევა;
** კვებით უზრუნველყოფა ოფისში;
** უფასო წვდომა სალონურ საუბრებსა და ონლაინ ბიბლიოთეკაზე (onlineacademia.ge);
** 50%-იანი ფასდაკლება აზროვნების აკადემიის კურსებსა და გამომცემლობის წიგნებზე.
** ჩვენს ფსიქოთერაპიის და ფსიქოკონსულტაციის ცენტრ - "ინტეგრაში" 20%-იანი ფასდაკლება.
აპლიკაციის წესი
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 1 გვერდი) შემდეგ ელფოსტაზე: hr@azraki.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 23 ნოემბერი, 2025.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
პერსონალური მონაცემების დამუშავება
თქვენი რეზიუმე შეიძლება შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც დამუშავდება შპს "აზროვნების აკადემია მოზარდებისთვის" მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მონაცემები დამუშავდება შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში.
|