Робота для біженців з України
პროცესის ინჟინერი/ტექნოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროცესის ინჟინერი/ტექნოლოგი
მომწოდებელი: გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 02 ნოემბერი
შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას პროცესის ინჟინრის (ტექნოლოგი) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაოს ხანგრძლივობა: 24 თვე

სამუშაოს მოცულობა:

პროცესის ინჟინერი (ტექნოლოგი) დაეხმარება შპს "საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას" (UWSCG) საერთაშორისო და ეროვნული საკონსულტაციო კომპანიების მიერ მომზადებული დეტალური საინჟინრო პროექტებისა და სამუშაო ნახაზების ხარისხის, სიზუსტისა და შესაბამისობის მონიტორინგში.

დეტალური დავალებები:

** საინჟინრო და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გადახედვა და შეფასება ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების პროექტებში;
** წარმოდგენილი ნახაზებისა და სპეციფიკაციების ტექნოლოგიური შესაბამისობის შემოწმება საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან;
** პროცესის დიზაინისა და ოპერაციული პარამეტრების ოპტიმიზაციის რეკომენდაციების მომზადება;
** კონსულტაციის გაწევა პროცესების მართვის, ტექნოლოგიური მაჩვენებლების და ოპერაციული ეფექტიანობის საკითხებში;
** განახორციელოს ტექნოლოგიური პროცესების ანალიზი (მათ შორის გაწმენდის ეტაპები, ლამის დამუშავება, აერაციის სისტემა, დატვირთვები, ენერგოეფექტურობა და სხვა) და მოამზადოს ოპტიმიზაციის რეკომენდაციები;
** შეამოწმოს დიზაინები და ნახაზები, რომლებიც უკავშირდება გამწმენდი ნაგებობების ტექნოლოგიურ ნაწილს (ტექნოლოგიური დიაგრამები, აღჭურვილობის განლაგება, ჰიდრავლიკური და ბიოლოგიური პარამეტრები);
** საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს კომპანიას ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შეფასებასა და შესაბამისი ცვლილებების განხორციელებაში;
** განიხილოს ინჟინრის მიერ წარმოდგენილი ანგარიშები და ტექნოლოგიური პროცესების მონაცემები, რათა დარწმუნდეს, რომ სამუშაოები მიმდინარეობს დამტკიცებული დიზაინის შესაბამისად;
** მონაწილეობა მიიღოს დასრულებული გამწმენდი ნაგებობების ტექნოლოგიურ ტესტირებისა და ექსპლუატაციაში მიღების პროცესში;
** განახორციელოს ადგილზე ვიზიტები ტექნოლოგიური მონიტორინგისა და შეფასების მიზნით;
** უზრუნველყოს თანამშრომელთა ტექნიკური კონსულტაცია პროცესების მართვისა და ოპტიმიზაციის საკითხებში.

მოთხოვნები:

** პროცესის ინჟინერს უნდა ჰქონდეს ტექნიკური განათლება და ფლობდეს ინგლისურ ენას, სასურველია ჰქონდეს გამოცდილება და ცოდნა ქიმიასა და ბიოლოგიაში;
** უნდა ჰქონდეს ტექნოლოგიური პროცესების მართვის და ოპტიმიზაციის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება წყლის/ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების ან ანალოგიური სისტემების ექსპლუატაციის (უპირატესობა მიენიჭება ჩამდინარე წყლებს), ასევე ბიოლოგიური, ქიმიური და მექანიკური ფილტრაციის პროცედურებში;
** უნდა შეეძლოს ტექნიკური ნახაზების და ტექნოლოგიური დიაგრამების კითხვა და ანალიზი;
** ოპერაციული მონაცემების მონიტორინგი, ტესტირება და შეფასება;
** ბოლო 15 წლის განმავლობაში, მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება სამშენებლო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში, წყლის/ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობაში.

კომპეტენციები:

** ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად სამუშაო აქტივობების დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრა, ასევე სამუშაო პროცესების ეფექტურად ორგანიზება და ზედამხედველობა;
** უნდა იყო კომუნიკაბელური;
** ტექნიკური ან საინჟინრო პრობლემების იდენტიფიცირება;
** პრობლემების გადაჭრის გზების შემუშავება;

დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 02 ნოემბრის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@water.gov.ge და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე