დასახელება:
ტექნიკური ინჟინერი
|
მომწოდებელი:
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
|
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 02 ნოემბერი
|
შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას ტექნიკური ინჟინრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაოს ხანგრძლივობა: 24 თვე
სამუშაოს მოცულობა:
ინჟინერი დაეხმარება შპს "საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას" საერთაშორისო და ეროვნული საკონსულტაციო კომპანიების მიერ მომზადებული დეტალური საინჟინრო პროექტებისა და სამუშაო ნახაზების ხარისხის, სიზუსტისა და შესაბამისობის მონიტორინგში.
დეტალური დავალებები:
** საინჟინრო გადაწყვეტილებების გადახედვა და შეფასება:
** დანადგარებისა და მოწყობილობების შერჩევა, ტექნიკური მახასიათებლებისა და ექსპლუატაციის შეფასება ახალ პროექტებში.
** ნახაზებისა და სპეციფიკაციების ტექნიკური შესაბამისობის შემოწმება;
** წარმოდგენილი მექანიკური, ელექტრო და P&ID ნახაზებისა და სპეციფიკაციების ტექნიკური შესაბამისობის შემოწმება სამშენებლო ნორმებთან, მწარმოებლის ინსტრუქციებთან და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებთან.
** მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის ოპტიმიზაციის რეკომენდაციები:
** მოვლა-შენახვის პროგრამების, სათადარიგო ნაწილების მართვისა და ტექნიკური პერსონალის ტრენინგის რეკომენდაციების მომზადება.
** კომპანიის თანამშრომლებისთვის ტექნიკური კონსულტაციის გაწევა:
** დანადგარების საიმედოობის, ენერგოეფექტურობის, ავარიების პრევენციის და ტექნიკური ინვენტარიზაციის საკითხებში.
ტექნიკური სისტემების ანალიზი და ოპტიმიზაცია:
დანადგარების ვიბრაციული, თერმული და ელ-ენერგიის პარამეტრების ანალიზი. რეკომენდაციების მომზადება ტუმბოების წარმადობის, აერაციის სისტემების ეფექტიანობის და ძრავების მუშაობის ოპტიმიზაციის შესახებ.
პროექტების შემოწმება:
** დიზაინისა და ნახაზების შემოწმება ტექნიკური მომსახურების ხელმისაწვდომობის, უსაფრთხოებისა და მწარმოებლის რეკომენდაციებთან შესაბამისობის კუთხით.
** ტექნიკური ცვლილებების შეფასება და რეკომენდირება:
** კომპანიის მუშაობის გასაუმჯობესებლად დანადგარების მოდერნიზაციის გადაწყვეტილებების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციის მომზადება.
** სამშენებლო ზედამხედველობის ანგარიშების განხილვა:
** ინჟინრის ანგარიშებისა და მოწყობილობების მონტაჟის მონაცემების განხილვა.
** ტესტირება და ექსპლუატაციაში მიღება:
** მონაწილეობა გამწმენდი ნაგებობების დანადგარების ინდივიდუალურ და სისტემურ ტესტირებაში და ექსპლუატაციაში მიღების პროცესში.
** ობიექტზე ვიზიტები ტექნიკური მონიტორინგისთვის:
** ობიექტზე რეგულარული ვიზიტები მოწყობილობების ფიზიკური მდგომარეობის, ვიბრაციის, ტემპერატურისა და ზოგადი ტექნიკური გამართულობის მონიტორინგისა და შეფასების მიზნით.
მოთხოვნები:
** უნდა ჰქონდეს ტექნიკური განათლება. სასურველია: მექანიკოსის, ელექტროინჟინერიის და ავტომატიზაციის სფეროში;
** აუცილებელია ინგლისური ენის ფლობა;
** ელექტროტექნიკის, ჰიდრავლიკისა და ავტომატიზაციის პრინციპების ღრმა ცოდნა;
** სასურველია, ჰქონდეს მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება დანადგარების მოვლა-შენახვის, ტექნიკური დიაგნოსტიკის და ოპტიმიზაციის საკითხებში წყლის/ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების ან მსგავსი სამრეწველო სისტემების ექსპლუატაციაში (უპირატესობა მიენიჭება ჩამდინარე წყლებს);
** გამოცდილება პრევენციული მოვლა-შენახვის დაგეგმვაში და სათადარიგო ნაწილების მართვაში;
** უნდა შეეძლოს მექანიკური, ელექტრო და P&ID ნახაზების კითხვა;
** ოპერაციული მონაცემების (ვიბრაცია, დენის მოხმარება, წნევა, ტემპერატურა) მონიტორინგი, ტესტირება და შეფასება ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით;
** ბოლო 15 წლის განმავლობაში მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება მასშტაბური სამშენებლო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში, განსაკუთრებით მექანიკური და ელექტრო დანადგარების მონტაჟის კუთხით, წყალმომარაგების/წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობაში.
კომპეტენციები:
** ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად სამუშაო აქტივობების დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი, ასევე სამუშაო პროცესების ეფექტურად ორგანიზებისა და ზედამხედველობის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** ტექნიკური ან საინჟინრო პრობლემების იდენტიფიცირების უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 02 ნოემბრის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@water.gov.ge
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|