Робота для біженців з України
ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი
მომწოდებელი: ბილდინგ მექანიკს ენდ ელექტრონიკს
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
შპს "ბილდინგ მექანიკს ენდ ელექტრონიკს" Schindler-ის შვეიცარიული ჯგუფის ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში და ეწევა Schindler-ის ბრენდის ლიფტების, ესკალატორებსა და ტრავოლატორების მონტაჟს, შეკეთებას და ტექნიკურ მომსახურებას, რომელსაც შარშან 150 წელი შეუსრულდა. ბაზარზე ლიდერობის მიზნით, BME Georgia იყენებს პროფესიული ეთიკის, ხარისხისა და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს.

ლიფტების და ესკალატორების კომპანიაში გვჭირდება ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი, რომლის მოვალეობაში შევა ლიფტების ყოველთვიური ტექნიკური მომსახურება და მათი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, ასევე საჭიროების შემთხვევაში ავარიულ გამოძახებებზე მისვლა და ხარვეზის აღმოფხვრა, საჭირო დოკუმენტაციის წარმოება.

აუცილებელი პირობა ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დილის 10:00 დან საღამოს 19:00, შაბათ-კვირა დასვენება.

ტექნიკური მომსახურების სპეციალისტისთვის საჭირო პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული;
** ცვალებად გარემოსთან სწრაფად ადაპტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობა,
** ეფექტური მუშაობა მკაცრად განსაზღვრულ ვადებში;
** პატიოსანი და საიმედო.

Სამუშაო პირობები:

** სამსახურში აყვანა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,
** სამუშაო გრაფიკი - ხუთდღიანი სამუშაო კვირა.
** სამუშაო ადგილმდებარეობა ბათუმი.

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: office@bme.ge

არ დაგავიწყდეთ წერილის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ჩვენ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 30 ნოემბერი.

გისურვებთ Წწარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე