Робота для біженців з України
ლობის დიასახლისი, სასტუმროს მნე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლობის დიასახლისი, სასტუმროს მნე
მომწოდებელი: სასტუმრო ბათესტა
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 23 ნოემბერი
სასტუმრო "ბათესტა" (Hotel Batesta), რომელიც მდებარეობს გ.კარტოზიას N14-ში აცხადებს ვაკანსიას ლობის დიასახლისის პოზიციაზე

ძირითადი მოთხოვნები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა.
** სამუშაო გამოცდილება დასუფთავების სფეროში.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროში სისუფთავეზე ზრუნვა სტანდარტების შესაბამისად.
** პასუხისმგებლობა ეზოსა და მიმღების სისუფთავეზე.
** საწმენდი საშუალებების და ინვენტარის მოხმარების წესების ცოდნა.
** აღჭურვილობის კარგ მდგომარეობაში შენახვის უზრუნველყოფა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სამუშაო საათები: 10:30 - დან 16:30-მდე.
** სამუშაო დღე 6/1
** ანაზღაურება - 850 ლარი + კვება

დაინტერესების შემთხვევაში, თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა შეესაბამება ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: batestahotel@gmail.com გთხოვთ წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ლობის დიასახლისი"დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 551092476

სასტუმრო "ბათესტა" (Hotel Batesta), რომელიც მდებარეობს გ.კარტოზიას N14-ში აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს მნეს პოზიციაზე.

ფუნქცია - მოვალეობები

** ზედამხედველობა გაუწიოს სასტუმროს შენობაში ყველა მექანიკური, ელექტრო და სანტექნიკის სისტემის მოვლა-პატრონობას.
** წარმოქმნილი ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში აღმოფხვრას პრობლემა კომპეტენციის ფარგლებში. (სანტექნიკა, ელექტროობა, ნათურების და საკეტების შეცვლა/შეკეთება, დაზიანებული ინვენტარის პირველადი აღდგენა, Wi-Fi კონტროლი)
** გეგმურ და გადაუდებელ რემონტის დაგეგმვა და პროცესის მონიტორინგი;
** მატერიალურ-ტექნიკური საწყობის კონტროლი;
** სასტუმროსთვის საჭირო მასალებით მომარაგება - (ყიდვა, დასაწყობება, გაცემა) - მიღებული მასალებზე ინფორმაციის მენეჯერისთვის გადაცემა

პროფესიული მოთხოვნები და უნარ- ჩვევები:

** სასურველია შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ტექნიკურ მოწყობილობებთან/ხელსაწყოებთან/ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** აუცილებელია ჰქონდეს მართვის მოწმობა

სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (თვეში 6 დასვენების დღე)
ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)

დაინტერესების შემთხვევაში, თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა შეესაბამება ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: batestahotel@gmail.com გთხოვთ წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მნე"დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 551092476.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე