Робота для біженців з України
მომარაგების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომარაგების სპეციალისტი
მომწოდებელი: არქ-კონი
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 23 ნოემბერი
კომპანია არქ-კონი 2022 წლიდან მოღვაწეობს სამშენებლო ბაზარზე. კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური საინჟინრო კადრებით.

არქ-კონის სერვისებში შედის: ლითონის კონსტრუქციებისა და საფასადე სისტემების პროექტირება და მონტაჟი.

ვაკანსია - მომარაგების სპეციალისტი
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

პოზიციის აღწერა: სამშენებლო ობიექტებისთვის საჭირო მასალებით მომარაგება.

პასუხისმგებლობები:

** მიწოდების დაგეგმვა და კონტროლი.
** მიღებული მასალების რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემოწმება.
** ტვირთის უსაფრთხოდ გადაადგილება და გადაზიდვის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების დაცვით.
** მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა.

მოთხოვნები:

** გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად.
** სამშენებლო მასალების ცოდნა.
** მართვის მოწმობა "B" კატეგორია — სავალდებულო.
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
** კომუნიკაციის კარგი უნარები და გუნდური მუშაობის უნარი.
** კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების დაცვა.

რას გთავაზობთ ჩვენ?

** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება.
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
** მეგობრული სამუშაო გარემო.
** კარიერული ზრდის პერსპექტივა.

როგორ შევუერთდეთ ჩვენს გუნდს?

თუ გაინტერესებთ ეს პოზიცია და აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე K.Orvelahvili@arch-con.ge-ზე

გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განავითარე შენი კარიერა წარმატებულ სამშენებლო პროექტებში!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე