დასახელება:
იურიდიული საკონსულტაციო კომპანიის კვალიფიკაცია და შერჩევა
|
მომწოდებელი:
World Vision
|
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
|
ვორლდ ვიჟენი მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვანი ჰუმანიტარული ორგანიზაციაა, რომელიც განვითარებისა და ადვოკატირების მიმართულებით მუშაობს. კომპანია ოპერირებს 100-მდე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს https://www.wvi.org/georgia
"ვორლდ ვიჟენ საქართველო" (World Vision International-ის ფილიალი საქართველოში და აა (ი)პ ვორლდ ვიჟენ საქართველოს ფონდი) იწვევს იურიდიულ საკონსულტაციო კომპანიებს შერჩევაში მონაწილეობის მისაღებად. წარმატებული კომპანიასთან გაფორმდება 3-წლიანი ხელშეკრულება მომსახურებაზე.
კომპანიებმა დაინტერესების წერილი უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: thea_kvintradze@wvi.org ან Geoo_tender@wvi.org არაუგვიანეს 2025 წლის 30 ოქტომბრის 11:00 საათისა. წერილის სათაურში უნდა ეწეროს "Legal Services", ხოლო შინაარსში მითითებული უნდა იყოს დაინტერესებული კომპანიის სახელი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია.
წერილის საფუძველზე, მათ მიეცემათ წვდომა დოკუმენტაციის სრულ პაკეტზე და ვორლდ ვიჟენის შესყიდვების პორტალზე - Provision/Coupa, სადაც უნდა მოხდეს სატენდერო წინადადებების წარდგენა. წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 31 ოქტომბრის 18:00 საათი. აღნიშნული ვადის შემდეგ მიღებული წინადადებები არ განიხილება.
|
|
|
|