დასახელება:
ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 23 ნოემბერი
|
"შპს ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი" (http://www.cue.edu.ge) არის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში მოქმედი საქართველოს რეგიონული კერძო მრავალპროფილური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მისიას წარმოადგენს ცოდნის შექმნა და გავრცელება; უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე. უნივერსიტეტი ავითარებს თანამედროვე, კარგად აღჭურვილ, კომფორტულ სამუშაო ინფრასტრუქტურას, ინარჩუნებს ფინანსურ მდგრადობას, იზიდავს და ეფექტიანად მართავს მაღალკვალიფიციურ ადამიანურ რესურსებს, ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და თვითრეალიზებას.
"ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი" აცხადებს სტაჟიორის ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 23 ნოემბერი;
თანამდებობრივი სარგო: შეთანხმებისამებრ;
ადგილების რაოდენობა: 1.
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, წერეთლის N13;
ძირითადი მოვალეობები:
** უნივერსიტეტის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების მიზნით ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსების ორგანიზება;
** აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის აყვანის ორგანიზება ყველა საჭირო ერთეულების ჩართულობით;
** უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის პირად საქმეების მოწესრიგება;
** უნივერსიტეტის აკადემიური, მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალის QMS ბაზის და შიდა საუნივერსიტეტო ელექტრონული ბაზის წარმოება;
** ახალი, სასურველი კვალიფიკაციის და ღირებულების მქონე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მოზიდვის არხების და პარტნიორების მოძიებაში სამსახურის უფროსის დახმარება;
** განსაკუთრებით მოთხოვნად და მაღალი დენადობის მქონე პოზიციებზე სარეზერვო ბაზების შექმნა და ბაზების მუდმივი განახლება;
** შეფასების დამტკიცებული სისტემის შესაბამისად, პროცესის განსაზღვრულ ვადებში ორგანიზება და სამართლიანად, გამჭვირვალედ ჩატარების უზრუნველყოფა, ყველა საჭირო მხარის ჩართულობით;
** უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული განვითარების საჭიროებების გამოსავლენად ინფორმაციის მოგროვება;
** პერსონალის პროფესიული განვითარების საჭიროებების მიხედვით გარე ტრენინგებისა და სხვადასხვა კურსების მოძიება, თანამშრომლების ინფორმირება;
** შიდა ტრეინინგების და სწავლებების ორგანიზება;
** თანამშრომელთა ნამუშევარი დროის აღრიცხვის პროცესის მართვა და ორგანიზება, ნამუშევარი საათების ყოველთვიური ანგარიშის მომზადება კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში და თანამშრომლებისთვის გაცნობა;
** პერსონალის ხელშეკრულებების, მივლინებების, შვებულებებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციების მომზადება;
** თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, ასევე სამსახურის ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია სოციალური მეცნიერებების ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით - ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
** ინგლისური ენა - B1 დონე (მეტყველება, წერა).
ვაკანსიის დეტალები:
კონკურსი გამოცხადებულია 2025 წლის 23 ოქტომბერს და დასრულდება 23 ნოემბერს.
კონკურსის პირველი ეტაპი არის დოკუმენტების გადარჩევა.
კონკურსის მეორე ეტაპი არის გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე უნდა წარმოადგინონ ელექტრონულ ფოსტაზე hr@cue.edu.ge
განაცხადების ბოლო ვადა: 2025 წლის 23 ნოემბერი.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება- სტაჟიორის ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად" თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. შესაბამისად, რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, დაამუშაოს აპლიკანტის პერსონალური მონაცემები შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
|
|
|
|