"Studio 9:16" ორგანული და ვერტიკალური ვიდეო კონტენტის სტუდიაა, რომელიც საქართველოს ბანკის აუთსორს Tik-Tok სააგენტო და მედია-პლატფრომების: "22 გრადუსისა" და "105-ის" ავტორია
ვეძებთ ვიდეო-ოპერატორს რომელიც:
** ცხოვრობს შორთ-ფორმ კონტენტით — აინტერესებს, რა მუშაობს TikTok-ზე და იცის, როგორ მოიფიქროს, გადაიღოს და სწრაფად შეკრას ვიდეო.
** შეუძლია დინამიურ და შემოქმედებით გარემოში მუშაობა და უმი იდეების ვიზუალურად მიმზიდველ "შორთებად" ქცევა.
** აქვს კომერციულ ვიდეოებზე მუშაობის გამოცდილება. შეუძლია შედარებით სტანდარტული და მოსაწყენი თემაც კი სახალისო და ჩამთრევ ფორმატად აქციოს.
** აქვს ჩამოყალიბებული ვიზუალური გემოვნება — ხედავს კადრს, სინათლეს და მოძრაობას ისე, რომ მისი პატარა ვიდეოც კი ამბავს ყვება.
** ინტერესდება ტიკტოკის ტრენდებით და ხვდება, როგორ მოარგოს ის კონკრეტულ ბრენდს, მის მარკეტინგულ მიზანს ან უბრალოდ გარკვეულ ამბავს.
** და უბრალოდ უყვარს გადაღება —კამერა მისთვის არის ინსტრუმენტი, რომლითაც ნებისმიერი იდეის გაცოცხლებაა შესაძლებელი.
რას გთავაზობთ:
** შენს გადაღებულ ვიდეოებს ნახავს ასიათასობით მაყურებელი.
** იმუშავებ ენერგიულ და პროფესიონალ გუნდთან, სადაც იდეები სწრაფად იქცევა რეალობად.
** სივრცეს იდეებისთვის — შეგიძლია შემოიტანო შენი ხედვა, სცადო ახალი ფორმატი და რეალურად იქონიო გავლენა კონტენტზე.
** შესაძლებლობას გაიზარდო, როგორც ოპერატორი, ისე კონტენტ-კრეატორი
რას მოველით შენგან:
** შორთ-ფორმ ვიდეოებზე მუშაობის გამოცდილებას (TikTok, Reels, Shorts).
** გადაღების ტექნიკურ ცოდნას (კამერა, ტელეფონი, სინათლე, ხმა).
** სწრაფად აზროვნებას და ადაპტაციას.
** კადრის დანახვას, როგორც სეტზე, ისევე გარეთ
** ინიციატივას და სურვილის, განვითარდე Short-Form კონტენტ ინდუსტრიაში.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი
** ანაზღაურება: 2000-2500 ლ
ფორმის შევსების დედლაინი: 5 ნოემბერი
დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ ფორმა: https://forms.gle/mBKFG7wPjyLzGF5CA
|