დასახელება:
ადმინისტრაციული მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Studio 9:16
|
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 05 ნოემბერი
|
TikTok "Studio 9:16" ეძებს ადმინისტრაციულ მენეჯერს.
Studio 9:16 ორგანული და ვერტიკალური ვიდეო კონტენტის სტუდიაა, რომელიც საქართველოს ბანკის აუთსორს Tik-Tok სააგენტო და მედია-პლატფრომა: "22 გრადუსის" და "105-ის" ავტორია
ადმინისტრაციული მენეჯერი გვეხმარება ჩვენი შიდა პროცესების გამართულად მუშაობაში — მაგალითად ხელშეკრულებების, ფინანსურ აღრიცხვების და სხვა პროცესების ადმინისტრირებაში.
ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ ასისტენტს — ვეძებთ ჭკვიან, ცნობისმოყვარე და ტექნოლოგიურად გახსნილ ადამიანს, რომელსაც აინტერესებს როგორ შეიძლება ხელოვნურმა ინტელექტმა ყოველდღიური სამუშაოები უფრო მარტივი და ეფექტური გახადოს.
პასუხისმგებლობები და მოვალეობები
ადმინისტრაციული მენეჯერის ყოველდღიური საქმეები მოიცავს:
** ხელშეკრულებების აწყობა მზა შაბლონების მიხედვით
** დოკუმენტების მოწესრიგება და სისტემატიზაცია
** ხარჯების და შემოსავლების აღრიცხვა Spreadsheet-ში
** გასაუბრებების დაგეგმვა და კომუნიკაცია
** AI ინსტრუმენტების გამოყენება ყოველდღიურ სამუშაოში (მაგ. ChatGPT, Notion AI, Sheets automation)
თუ ხარ ადამიანი, ვისაც უყვარს წესრიგი და ამავდროულად კრეატიულ გარემოშიც მუშაობა — დიდი შანსია, Studio 9:16 შენთვის იდეალური ადგილი იყოს.
რა დაგეხმარება ამ როლში:
** კარგი ორგანიზაციული უნარები
** პასუხისმგებლობა და დეტალებზე ყურადღება
** კომუნიკაბელურობა და გუნდთან ადვილად ურთიერთობის უნარი
** ცნობისმოყვარეობა და სურვილი ახალი ტექნოლოგიების (განსაკუთრებით AI ინსტრუმენტების) ათვისების
** Google Workspace (Docs, Sheets, Drive) ან მსგავს პლატფორმებთან მუშაობის საბაზისო ცოდნა
** ინგლისურის საკომუნიკაციო დონე (AI ინსტრუმენტების გამოყენებისთვის აუცილებელია)
პირობები:
** 30 სთ, ჰიბრიდული რეჟიმი
** ანაზღაურება: 700-1000 ლ
ფორმის შევსების დედლაინი: 5 ნოემბერი
დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ ფორმა: https://forms.gle/DtbqvSs59xgBNzgc7
|
|
|
|