დასახელება:
ფასწარმოქმნის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის
|
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 23 ნოემბერი
|
შპს "ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის" (NBT) ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტიორი ქართული კომპანიაა, რომელიც 2009 წელს შეიქმნა.
NBT ამერიკული DuPont-ის, ესპანური TheSize-ის, გერმანული Huesker-ის, ესპანური Soprema-ს და სხვა მსოფლიო კომპანიების ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.
საქართველოს ბაზარზე 16 წლიანი ოპერირების მანძილზე NBT-ის მხარდაჭერითა და ჩართულობით საქართველოში მრავალი მასშტაბური პროექტი განხორციელდა შესაბამის ინდუსტრიაში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების საუკეთესო პრაქტიკებისა და პასუხიმგებლიანი, გარემოსდაცვითი პრინციპების გათვალისწინებით.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:
https://www.facebook.com/NextBuildingTechnologies
ფუნქცია- მოვალეობები:
** პროექტების კალკულაცია, ბიუჯეტირება და კონტროლი;
** ფასთწარმოქმნის ფორმირება;
** სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ანგარიშების მომზადება.
** ხვა დაკავშირებული ამოცანები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსების და ეკონომიკის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია excel-ის მაღალ დონეზე ფლობა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დროის მენეჯმენტი და პრიორიტეტების განსაზღვრა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
ლოკაცია: თბილისი, ქსნის ქ.36
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, დილის 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.
ანაზღაურება განიხილება კანდიდატის გამოცდილებიდა მიხედვით.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@cordesign.ge; გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ფასწარმოქმნის მენეჯერი"
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|