დასახელება:
ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
აპექს დეველოპმენტი
|
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
|
"APEX Development"-ი არის სწრაფად მზარდი სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2012 წლიდან მოღვაწეობს და ქმნის თანამედროვე, ხარისხიან საცხოვრებელ და კომერციულ პროექტებს. ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ კომფორტული გარემო და ცხოვრების ახალი სტანდარტი.
"APEX Development"-ი აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი #52, მეტრო 300 არაგველთან
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00
ანაზღაურება: 2500-3000₾ (Net)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება შერჩეულ ციფრულ არხებში
** ბიუჯეტის დაგეგმვა და ეფექტიანად განაწილება ციფრულ არხებში
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, მართვა და შედეგების ანალიზი (Meta Ads, Google Ads და სხვა)
** ბრენდის ტონალობის შესაბამისი ტექსტების შექმნა - სარეკლამო პოსტები, ვიდეოსკრიპტები, ვებგვერდის კონტენტი და იმეილ კამპანიებისთვის
** ვებგვერდის ადმინისტრირება და საბაზისო SEO ოპტიმიზაცია
** დიზაინერებთან და სააგენტოებთან თანამშრომლობა ხარისხიანი კონტენტის შესაქმნელად
** ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი ციფრული კომუნიკაციის მიმართულებით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, კომუნიკაციების ან შესაბამის სფეროში
** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება ციფრულ მარკეტინგში
** სარეკლამო ხელსაწყოების (Meta Ads Manager, Google Ads, Analytics, Search Console, Tag Manager) მაღალ დონეზე ცოდნა
** ქოფირაითინგის პრაქტიკული გამოცდილება და შემოქმედებითი ხედვა
** საბაზისო ცოდნა SEO-სა და ვებგვერდის ოპტიმიზაციაში
** CRM და CMS პლატფორმების საბაზისო ცოდნა
** ანალიტიკური აზროვნება და შედეგებზე ორიენტირებულობა
** ქართული და ინგლისური ენების გამართული ცოდნა
რას გთავაზობთ
** კრეატიული იდეებისა და ინიციატივების განხორციელების თავისუფლება
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** თანამედროვე სამუშაო გარემო
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: marketing@apexd.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 31 ოქტომბერი, 2025 წ.
*დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
*გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენ მიერ გამოგზავნილი პირადი ინფორმაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 1 წლის განმავლობაში. თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია, განხილულ იქნეს თქვენთან შესაძლო სამომავლო შრომითი ურთიერთობის მიზნით.
მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|