დასახელება:
შოკოლადის ტექნოლოგი
|
მომწოდებელი:
აუგუსტი
|
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 23 ნოემბერი
|
"აუგუსტის" ისტორია იწყება 2019 წელს, როდესაც ბულანჟერიის შექმნის იდეა დაგვებადა და გადავწყვიტეთ საქართველოში ევროპული პურ-ფუნთუშეულების კულტურა დაგვემკვიდრებინა და გაგვეზიარებინა იქაური ემოციები ქართველი მოსახლეობისთვის.
კომპანიის მთავარი ღირებულებაა მაღალი ხარისხი და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.
თუ გიყვარს შენი საქმე და გინდა საკუთარ შესაძლებლობებს ფრთები შეასხა შემოუერთდი ჩვენს გუნდს!
კომპანია "აუგუსტ ბეიქერი" აცხადებს ვაკანსიას შოკოლადის ტექნოლოგის პოზიციაზე.
ფუნქცია და მოვალეობები:
** არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვა
** სხვადასხვა სახის შოკოლადის მომზადება
** შოკოლადის მასის მომზადება
** შოკოლადის ფორმირება - მასის ტემპერირება და დოზირება
** ფორმირებული შოკოლადის მასის დამუშავება, შეხვევა და დაფასოება შესაბამისი სტანდარტების დაცვით
** ტექნოლოგიური პროცესის და კალკულაციების დაცვა სრული სიზუსტით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შოკოლადის ტექნოლოგიის სრულყოფილად ცოდნა
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
გრაფიკი: მოქნილი გრაფიკი
ანაზღაურება: განისაზღვრება მოლაპარაკებით.
კომპანია გთავაზობთ:
** მოხერხებულ სამუშაო გრაფიკს
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს
** კვებაზე 30%-იან ფასდაკლებას
** FitPass ბარათს
** სამოტივაციო წახალისებებს
მდებარეობა: ბეჟანიშვილის ქ. N4
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.მისამართზე: jobs@august.ge გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|