Робота для біженців з України
მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: აუგუსტი
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 23 ნოემბერი
აუგუსტის ისტორია იწყება 2019 წელს, როდესაც ბულანჟერიის შექმნის იდეა დაგვებადა და გადავწყვიტეთ საქართველოში ევროპული პურ-ფუნთუშეულების კულტურა დაგვემკვიდრებინა და გაგვეზიარებინა იქაური ემოციები ქართველი მოსახლეობისთვის.

კომპანიის მთავარი ღირებულებაა მაღალი ხარისხი და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.

თუ გიყვარს შენი საქმე და გინდა საკუთარ შესაძლებლობებს ფრთები შეასხა შემოუერთდი ჩვენს გუნდს!

კომპანია აუგუსტ ბეიქერი აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

ფუნქცია და მოვალეობები:

** შეკვეთების მომზადება მაღალი სტანდარტების სრული დაცვით
** სხვადასხვა ტიპის სალათებისა და სენდვიჩების მომზადება
** პროდუქციის ასორტიმენტის საფუძვლიანი ცოდნა
** პროდუქციის მიღება შესაბამისი სტანდარტების დაცვით (ვარგისიანობა, ვიზუალური მდგომარეობა, რაოდენობა, ხარისხი)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** გთავაზობთ ანაზღაურებად სტაჟირებას, რომლის განმავლობაში სრულად შეგასწავლით სამუშაო პროცესს.

სამუშაო გრაფიკი:

** 5 სამუშაო დღე / 2 დასვენების დღე
** დღისა და ღამის 8-საათიანი ცვლები
** აუთლეტის სამუშაო დრო: 11:00 - 20:00

ანაზღაურება: 1300 ლარი (ხელზე ასაღები/net)

** მუშაობა თანამედროვე, ევროპული სტანდარტის სამზარეულოში
** ყველა კერძი იქნება წინასწარ მომზადებული - მოვალეობაში შევა სენდვიჩებისა და ვრეპების აწყობა.

ლოკაცია:

** აუთლეტ ვილიჯი, ლილოს მიმდებარე ტერიტორია

ტრანსპორტირება:

კომპანია უზრუნველყოფს უფასო ტრანსპორტირებას შემდეგი ლოკაციებიდან:

** ელბაქიძის აღმართი
** სამგორის მეტრო
** ქალაქი რუსთავი

კომპანია გთავაზობთ:

** მოხერხებულ სამუშაო გრაფიკს
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს
** კვებაზე 30%-იან ფასდაკლებას
** FitPass ბარათს
** სამოტივაციო წახალისებებს

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) ელ.მისამართზე jobs@august.ge გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ფილიალის მენეჯერი)

მონაცემთა შენახვის წესები:

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე