დასახელება:
ბრენდ მენეჯერი
|
მომწოდებელი:
კანტი
|
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 23 ნოემბერი
|
შპს "კანტი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
** ბაზრის კვლევა და ანალიტიკა
** ბრენდის გაყიდვების ანალიტიკა (ABC ანალიზის გაკეთება, ბოსტონის მატრიცის გამოყენება)
** პლანოგრამის შექმნა და იმპლემენტირება, მაღაზიის კატეგორიების მიხედვით
** ფასწარმოქმნის შედგენა პროდუქტების მიხედვით
** მარჟინალობის კონტროლი როგორც ბრენდის, ასევე პროდუქტის ჭრილში
** ბრენდის მომგებიანობის კონტროლი
** მომწოდებლებთან ურთიერთობა
** პროდუქტის ვადების კონტროლი, საწყობის ხელმძღვანელის დახმარებით
** გაყიდვების გეგმის შედგენა და შეთანხმება უშუალო ხელმძღვანელთან
** ბრენდის პრეზენტაციის შექმნა და მათი წარდგენა გაყიდვების გუნდსა და პარტნიორებთან
** პროდუქციის შეკვეთა საჭიროებისამებრ
მოთხოვნები:
** გამოცდილება იდენტურ ან მომიჯნავე სფეროში;
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა საკომუნიკაციო დონეზე (აღნიშნული საჭიროება გამომდინარეობს უცხოური პროდუქტების მომწოდებლებთან კომუნიკაციის დამყარების მიზნით)
ლოკაცია: გლდანი
გრაფიკი: 09:30 - 18:00 (ორშაბათი - პარასკევი)
ანაზღაურება: პირველი 3 თვე 2500 ლარის ოდენობით (ფიქსირებული), 3 თვის შემდეგ 3000 ლარის ოდენობით. (ფიქსირებული 2500 + ბონუსი 500) აღნიშნული პოზიცია მოიცავს კვარტალურ ბონუსს, 1500 ლარის ოდენობით.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაგვიზიაროთ CV მეილზე: hr@kanti.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|