Робота для біженців з України
გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
"ალტა" ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, რომელიც ოპერირებს როგორც მსოფლიო ბრენდების, ისე დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით და წარმოადგენს უმსხვილესი მსოფლიო ბრენდების პარტნიორულ კომპანიას.

"ალტა" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ვიზუალური სტილის, დიზაინისა და ბრენდის რეპრეზენტაციის დაგეგმვა და მართვა;
** ყველა ვიზუალური კომპონენტის (ლოგო, ფერები, შრიფტები, გრაფიკული ელემენტები) ერთიანი სტილის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** მარკეტინგული და საკომუნიკაციო მასალების დიზაინი;
** კამპანიებისთვის გრაფიკული ელემენტების და ვიზუალური კონცეფციების შემუშავება;
** ინტერიერის, ფასადების და გარე რეკლამის დიზაინის დაგეგმვა და მომზადება;
** ფაილების სისტემატიზაცია, არქივირება და ვიზუალური შაბლონების განახლება ბრენდის სტანდარტების შესაბამისად;
** თანამშრომლობა კრეატიულ სააგენტოებთან და სხვადასხვა დეპარტამენტთან ერთიანი ვიზუალური კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება გრაფიკული დიზაინის მიმართულებით;
** პროფესიული ცოდნა Adobe პროგრამებში (Photoshop, Illustrator, InDesign, Premiere Pro ან After Effects);
** სასურველია გამოცდილება ბრენდინგსა და გარე რეკლამის დიზაინში;
** ინგლისური ენის ცოდნა სამუშაო დონეზე;
** ტექნიკური მოთხოვნების და საბეჭდი პროცესის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობისა და კომუნიკაციის კარგი უნარი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/PFbDadyb.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე