დასახელება:
მცხობელი
|
მომწოდებელი:
აუგუსტი
|
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 23 ნოემბერი
|
"აუგუსტის" ისტორია იწყება 2019 წელს, როდესაც ბულანჟერეის შექმნის იდეა დაგვებადა და გადავწყვიტეთ საქართველოში ევროპული პურ-ფუნთუშეულობის კულტურა დაგვემკვიდრებინა და გაგვეზიარებინა იქაური ემოციები ქართველი მოსახლეობისთვის.
თბილისის მასშტაბით აუგუსტის 7 ფილიალია, რომელთათვისაც ჩვენს საწარმოში ყოველდღიურად, 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში მზადდება პურფუნთუშეულობა და სხვა სახის მრავალფეროვანი პროდუქცია.
კომპანიის მთავარი ღირებულებაა მაღალი ხარისხი და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.
კომპანიის შესახებ ვრცელი ინფორმაცია august.ge
გამოგვყევი და თვალი ადევნე ჩვენს სიახლეებს https://www.facebook.com/Augustbakery.ge?mibextid=PtKPJ9
თუ გიყვარს შენი საქმე და გინდა საკუთარ შესაძლებლობებს ფრთები შეასხა შემოუერთდი ჩვენს გუნდს!
კომპანია "აუგუსტი" აცხადებს ვაკანსიას მცხობლის პოზიციაზე.
ფუნქცია და მოვალეობები:
** ფენოვანი და ნახევრადფენოვანი ცომის მომზადება
** მარაგების კონტროლი ხელმძღვანელთან ერთად
** შეკვეთების მომზადება მაქსიმალური სტანდარტების დაცვით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო გრაფიკი:
** ორშაბათი - პარასკევი
** 08:00 - 17:00 საათამდე
ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე ასაღები/net)
მდებარეობა: ბეჟანიშვილის ქუჩა N4, საწარმო
კომპანია გთავაზობთ:
** მოხერხებულ სამუშაო გრაფიკს
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს
** კვებაზე 30%-იან ფასდაკლებას
** FitPass ბარათს
** სამოტივაციო წახალისებებს.
გაცნობებთ, რომ "შპს აუგუსტ რითეილი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: jobs@august.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 599003887
|
|
|
|