Робота для біженців з України
მძღოლ-დისტრიბუტორი - ზუგდიდი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლ-დისტრიბუტორი
მომწოდებელი: სადისტრიბუციო კომპანია
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 23 ნოემბერი
სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ზუგდიდი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი 9:00-15:00

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი;
** მართვის მოწმობა B კატეგორია, (მექანიკა) ტარების მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილებით

მოვალეობები:

** პროდუქციის მიწოდება სავაჭრო ობიექტებში გაწერილი მარშრუტის მიხედვით;
** სამუშაო დღის ბოლოს ობიექტიდან ამოღებული თანხების სალაროში/ბანკში შეტანა;
** მის სარგებლობაში მყოფი ავტომანქანის გამართული მუშაობა და ჰიგიენის კონტროლი;
** სალაროს აპარატზე და ზედნადებზე მუშაობა (არ ცოდნის შემთხვევაში შევასწავლით)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: getia.giorgi03@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე