Робота для біженців з України
ანაზღაურებადი სტაჟირება/უფროსი დაზღვევის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება/უფროსი დაზღვევის მენეჯერი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას უფროსი დაზღვევის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე, საცალო გაყიდვების დეპარტამენტში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის 20 / ანა პოლიტკოვსკაიას 16
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00 - 18:00)
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-6 თვემდე, დასაქმების პერსპექტივით
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2

ძირითადი მოვალეობები:

** კომუნიკაციის წარმოება კომპანიის არსებულ კლიენტებთან;
** კლიენტისგან ხელშეკრულების მოსამზადებლად საჭირო დოკუმენტაციის გამოთხოვა;
** კლიენტთან გასაგზავნი სადაზღვევო დოკუმენტაციის მოწესრიგება, შესაბამისი პროცესების უზრუნველყოფა და დოკუმენტაციის გაგზავნა;
** საჭიროებისამებრ ანგარიშების წარმოება და შედეგების მიწოდება გაყიდვების და ჯგუფის მენეჯერისთვის;
** კლიენტებთან დაკავშირებული სხვადასხვა ტექნიკური საკითხის მართვა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობა.

პიროვნული უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2025 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - ანაზღაურებადი სტაჟირება/უფროსი დაზღვევის მენეჯერის ასისტენტი.

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე