Робота для біженців з України
დაცვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაცვა
მომწოდებელი: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 03 ნოემბერი
"სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი" აცხადებს შერჩევას დაცვის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ყოველი მეორე დღე (21:30-08:30 ღამის ცვლა)
სამუშაო ადგილი: თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის #3

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასწავლო კორპუსისა და უნივერსიტეტის ტერიტორიის დაცვა დაზიანებისა და გაძარცვისაგან;
** უნივერსიტეტის ტერიტორიის შიდა და გარე დათვალიერება/შემოვლა;
** უცხო პირთა შენობაში შესვლის მონიტორინგი, უნივერსიტეტში დადგენილი წესის თანახმად;
** კონკრეტული დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დადგენილი ფორმის ოქმის შედგენა და ხელმძღვანელისათვის წარდგენა;
** ხანძრის ან სტიქიური მოვლენის შემთხვევაში, რაც საფრთხეს უქმნის უნივერსიტეტის პერსონალის, სტუდენტების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, სახანძროს, პოლიციის და/ან ხელმძღვანელობისათვის შეტყობინება. პერსონალისათვის, სტუდენტებისათვის ტერიტორიის ორგანიზებულად დატოვებაში დახმარების გაწევა, 112-ზე ზარის განხორციელება;
** უნივერსიტეტის "უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და პირველადი დახმარების აღმოჩენის წესის" დაცვა და შესაბამისად მოქმედება საჭიროების შემთხვევაში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: დაცვის და უსაფრთხოების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ ფოსტაზე: hr@sabauni.edu.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "დაცვა", წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შევძლებთ თქვენი კანდიდატურის განხილვას ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 591 814563 ან 568 423810.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 3 ნოემბერი.

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე