დასახელება:
კონკურსი ეკო-საგანმანათლებლო თამაშების შემუშავებაზე
|
მომწოდებელი:
მწვანე ბორჯომი
|
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
|
გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ბორჯომი", კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში: "დაბა მანგლისსა და ქალაქ ახალციხეში არსებული იდეათეკების ეკო-საგანმანათლებლო რესურსებითა და პროგრამებით აღჭურვა" აცხადებს კონკურსს ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის შესარჩევად, რომელიც შეიმუშავებს ინტერაქტიულ ეკო-საგანმანათლებლო თამაშებს სენსორული ეკრანისთვის.
ტექნიკური დავალება (TOR) თან ერთვის განცხადებას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:
** შეთავაზება ტექნიკური დავალების შესაბამისად
** გამოცდილება და ნამუშევრების პორტფოლიო
** ფინანსური შეთავაზება.
განაცხადების მიღების ვადაა: 2025 წლის 10 ნოემბერი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577 640 444; 577 101857; greenborjomi@gmail.com
მოთხოვნილი დოკუმენტაცია გამოაგზავნეთ ელ ფოსტაზე: greenborjomi@gmail.com
|
|
|
|